ფორექსის სტრატეგია "ბოლინჯერის მარტივი სტრატეგია"

ბოლინჯერის ველები შექმნილია ერთ-ერთი გამოჩენილი ტრეიდერის ჯონ ბოლინჯერის მიერ მე-20 საუკუნის 80-იან წლებში. ინსტრუმენტმა ფართო პოპულარობა მოიპოვა და მას ხშირად იყენებენ საფინანსო ბაზრების ტექნიკურ ანალიზსა და სავაჭრო სტრატეგიებში.

ბოლინჯერის ველების ყველა ნიუანსი აღწერილია თავად ავტორის მიერ, წიგნში "Bollinger on Bollinger Band", რომლის ინგლისურ და რუსულ ვერსიებს შეგიძლიათ გაეცნოთ (გადმოიწეროთ) ბმულზე გადასვლის შემდეგ.

სტრატეგიაში არ იქნება საუბარი ბაზარზე შესვლის წერტილების სტოპ ლოსების, ტეიკ პროფიტების განთავსების შესახებ. ეს არის უფრო სამოქმედო გეგმა ბოლინჯერის ველებთან მუშაობისას, ვიდრე სრულყოფილი სტრატეგია. თუმცა თავად ჯონ ბოლინჯერი მას აღწერს, როგორც საკუთარი ვაჭრობის ამოსავალ გარემოებას.

ბოლინჯერის ველები შედგება სამი მრუდისგან: ზედა მრუდი, შუა მრუდი და ქვედა მრუდი.

ბოლინჯერის ზედა მრუდი წარმოადგენს სავაჭრო ინსტრუმენტის გაჯერებული ყიდვების ტერიტორიას. ბოლინჯერის ქვედა მრუდი წარმოადგენს სავაჭრო ინსტრუმენტის გაჯერებული გაყიდვების ტერიტორიას. ბაზარზე არსებული ტენდენციის გაჯერებულობის მოვლენის უკეთ აღსაქმელად იყენებენ ამ ინსტრუმენტს, თუმცა უმრავლეს შემთხვევებში სხვა ინდიკატორებთან კომბინაციაში.

განვიხილოთ ფორექსის უმარტივესი სტრატეგია ბოლინჯერის ველების გამოყენებით.

გრაფიკზე ვაყენებთ ინდიკატორს  Bollindger Bands სტანდარტული პარამეტრებით.

ყიდვა ბოლინჯერის ველის ქვედა მრუდის გარღვევის, ან ასხლეტის დროს წარმოადგენს კარგ საშუალებას გამოვიყენოთ ბაზრის გაჯერებული გაყიდვების მდგომარეობა. ძალიან ხშირად, როდესაც ქვედა მრუდი ძლიერი ძალით გაირღვევა, ან მიებჯინება გაყიდვებით, შემდეგ ფინანსური აქტივის ფასი შემობრუნდება უკან და კვლავ გაარღვევს ან აისხლიტება ქვედა მრუდიდან და მიემართება ბოლინჯერის  შუა მრუდისკენ.

სურათზე ჩანს რომ, ფასმა გაარღვია ბოლინჯერის ქვედა მრუდი და დაიხურა მის ქვემოთ. ამ ქმედებით მივიღეთ ფინანსური ინსტრუმენტის გაჯერებული გაყიდვების მდგომარეობაში შესვლის სიგნალი.

 მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "ბოლინჯერის მარტივი სტრატეგია" 

ამ სტრატეგიის მიხედვით ველოდებით მთლიანად სავაჭრო დღის დახურვას  და მომდევნო სავაჭრო დღის გახსნისთანავე ვხსნით ყიდვის პოზიციას. შესაბამისად სურათზე კარგად ჩანს სტრატეგიის დადებითი პოტენციალი.

თუმცა, როგორც ყველა სტრატეგიას და ტექნიკური ანალიზის ინსტრუმენტებს, ბოლინჯერის ველებსაც აქვს თავისი ნაკლი. ზოგჯერ ხდება რომ, ბოლინჯერის ქვედა მრუდი გაირღვა, მაგრამ ფასი არ უბრუნდება გარღვეულ მრუდს, პირიქით უფრო და უფრო შორდება მას, ან თავად ქვედა მრუდს მიუყვება ქვემოთა მიმართულებით. ეს კი იწვევს ტრეიდერის ანგარიშზე დიდ ზეწოლას ან მთლიანად დაკარგვასაც კი. ხშირ შემთხვევებში რაღაც პერიოდის შემდეგ ბოლინჯერის ეს მარტივი სტრატეგია ამართლებს და ფასი ემორჩილება გაჯერებული გაყიდვების კანონზომიერებას და კვლავ ამოქმედდება ზემოთაღნიშნული ალგორითმი. მაგრამ სამწუხაროდ  შესაბამისი ზარალი უკვე სახეზეა. ის ტრეიდერები კი, რომელთა დეპოზიტმაც გაუძლო ზეწოლას, გარკვეული პერიოდის შემდეგ მაინც აღმოჩნდებიან პლუსში.

როგორც სტრატეგიიდან გავიგეთ: ბოლინჯერის ველების ქვედა მრუდის გამოყენება გაჯერებული გაყიდვების გამოსავლენად სწორი გამოდგა, ბაზრის ასეთმა მდგომარეობამ გამოიწვია კორექცია და ფასის მისვლა ბოლინჯერის შუა მრუდის ზონასთან. თუმცა, ამავე დროს ზუსტად ვერ განსაზღვრა გამყიდველების ბაზარზე ზეწოლის დასასრული, ამიტომ სტრატეგიაში უნდა ჩავრთოთ დაცავი მექანიზმები. პირველ რიგში მანი მენეჯმენტი, რათა დეპოზიტმა გაუძლოს უარყოფით ზეწოლას. ან ჰეჯირება - პოზიციის ლოკირება.

იგივე ალგორითმი მუშაობს გაჯერებული ყიდვების თვალსზრისით, ბოლინჯერის ზედა მრუდთან მიმართებაში.

მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "ბოლინჯერის მარტივი სტრატეგია" 

შაბლონი ფორექსის სტრატეგიისთვის (შაბლონის გადმოწერა)

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top