დონეების ინდიკატორები

ინტერნეტ სივრცეში ინდიკატორების დიფერენციაციის თვალსაზრისით შეხვდებით ინდიკატორის დამახასიათებელ კატეგორიას - "დონეების ინდიკატორები", რაც იმას ნიშნავს, რომ ინდიკატორი გვიჩვენებს სხვადასხვა სახის დონეებს.

ტრეიდერებმა ვიცით, რომ საფინანსო ბაზრებზე არსებობს უამრავი სახის დონეები, ანუ სამუშაო ინსტრუმენტის გრაფიკზე შესაბამისი ადგილები, სადაც სავარაუდოა ფასის შემობრუნება ან მოძრაობის ტენდენციის გაგრძელება. ჩემი გამოცდილებით, ყველა ვარიანტში ასეთ ადგილებში ფასი რაღაც პერიოდით ჩერდება და "ბუქსაობს".

ასეთ დონეებს წარმოადგენენ: ფასური დონეები, ნულოვანი დონეები, ტრენდული ხაზების და ტრენდული არხების დონეები, მცოცავი საშუალოების დონეები და ა.შ.

დონეების იდენტიფიცირების თვალსაზრისით არსებობს უამრავი დისკუსია ტექნიკური ანალიზის შესაძლებლობებისა და სხვადასხვა ასპექტების შესახებ. ზოგი ტრეიდერი უარყოფს დონეების თეორიას იმ მოსაზრებით, რომ ისინი აიგება ისტორიული წარსულის მიხედვით და რომ ამ დონეებს არავითარი კავშირი არ აქვს მომავალთან, ხოლო ზოგიერთი, და ისინი უმრავლესობაშია, თვლიან რომ სწორედ ისტორიული წარსული განსაზღვრავს ფასის პერსპექტიული მოძრაობის ტენდენციებს. და ისინი მართლები არიან, ვინაიდან ყველაფერს უნდა ჰქონდეს ამოსავალი წერტილი, ფესვი, საძირკველი. საძირკველის გარეშე დაინგრევა ნებისმიერი სისტემა მათ შორის ისეთი ძლიერიც კი როგორიცაა საფინანსო ბაზარი. ასე რომ გირჩევთ სერიოზული ყურადღება დაუთმოთ დონეებს.

დონეების ინდიკატორები სავაჭრო ინსტრუმენტის გრაფიკზე ავტომატურ რეჟიმში ხაზავენ სხვადასხვა სახის დონეებს და ამით უადვილებენ ტრეიდერს ბაზარზე არსებული მიმდინარე სიტუაციის ვიზუალურ აღქმას. მიმაჩნია, რომ ესეთი ინდიკატორები, თუ ისინი კარგად არიან კონფიგურირებული, საკმაოდ ქმედითი ინსტრუმენტია, თუმცა აუცილებელია მათი კონფიგურაციის სკურპულოზური შესწავლა და პერმანენტული კონტროლი, რათა შესაძლო შეცდომები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top