ახალი ინდიკატორები

ინტერნეტ სივრცეში ინდიკატორების დიფერენციაციის თვალსაზრისით შეხვდებით ინდიკატორის დამახასიათებელ კატეგორიას - "ახალი ინდიკატორები", რაც იმას ნიშნავს, რომ ინდიკატორი ახლადშექმნილია.

როგორც წესი, უმრავლეს შემთხვევაში ასეთი ინდიკატორები წარმოადგენენ ძველი, მსგავსი ალგორითმის ინდიკატორების გადამუშავებულ ვარიანტებს, სადაც გათვალისწინებულია და შესწორებულია ძველი მოდელების ზოგიერთი შეცდომები, აგრეთვე მათ ალგორითმში დამატებულია ბაზრის ახალი ტენდენციები.

ამასთან ერთად, ახალ ინდიკატორებში იგულისხმება სავაჭრო ტერმინალთან თავსებადობის მოდიფიცირების პროცესი. ანუ ზოგოიერთი ინდიკატორი სრულყოფილად მუშაობს სავაჭრო ტერმინალში Meta Trader 4-ში, მაგრამ არ მუშაობს Meta Trader 5-ში, ამიტომაც ინდიკატორის ავტორები ცვლიან ინდიკატორის პროგრამულ კოდს, რათა იგი თავსებადი გახდეს ახალი მოდიფიცირების სავაჭრო ტერმინალისთვისაც.

რეზიუმის სახით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს ეპოქაში ყველაფერი ახალი ძალიან სწრაფად ძველდება, ამიტომ ინდიკატორის დახასიათებამ - "ახალი ინდიკატორი" არ დაგაბნიოთ. შესაძლებელია იგი ნახვის მომენტში თქვენთვის იყოს ახალი, თორემ რეალურად საკმაოდ დიდი ხნის წინ იყოს შექმნილი და მოძველებულიც კი.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top