საუკეთესო ინდიკატორები

ინტერნეტ სივრცეში ინდიკატორების დიფერენციაციის თვალსაზრისით შეხვდებით ინდიკატორის დამახასიათებელ კატეგორიას - "საუკეთესო ინდიკატორები", რაც ასეთი ეპითეტების ავტორების თვალსაზრისით იმას ნიშნავს, რომ ამ ინდიკატორების ალგორითმი საუკეთესოა და მათი გამოყენება ვაჭრობაში მხოლოდ და მხოლოდ დადებით რეზულტატებს იწვევს.

რაც ელექტრონული ტრეიდინგი არსებობს ყველა ცდილობს შექმნას საუკეთესო ინდიკატორი რათა მისმა სიგნალებმა ასპროცენტიანი რეზულტატი მოგვცეს, მაგრამ სამწუხაროდ და ასევე საბედნიეროდ რა თქმა უნდა არავითარი საუკეთესო ინდიკატორი არ არსებობს. არ მოტყუვდეთ - ინდიკატორი ან ცუდია ან ნორმალური. საუკეთესო მხოლოდ ტრეიდერები არსებობენ.

ასევე ვერავითარ შემთხვევაში ვერ გირჩევთ ამდაგვარად რეკლამირებულ ინდიკატორში ფული გადაიხადოთ. ინდიკატორის ყიდვის შემთხვევაში მას უნდა მოყვებოდეს მხოლოდ ობიექტური დახასიათება, პარამეტრების, დადებითი და უარყოფითი თვისებების რეალური აღწერით.

მიუხედავად ზემოთ გამოთქმული სკეპტიციზმისა, ყველა ინდიკატორს აქვს არსებობის უფლება. მთავარია დატესტოთ იგი, გამოავლინოთ მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტოთ გამოიყენებთ თუ არა მას ვაჭრობის პროცესში.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top