ტრენდის შემობრუნების ინდიკატორები

ინტერნეტ სივრცეში ინდიკატორების დიფერენციაციის თვალსაზრისით შეხვდებით ინდიკატორის დამახასიათებელ კატეგორიას - "ტრენდის შემობრუნების ინდიკატორები", რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ინდიკატორების ძირითადი დანიშნულებაა დროულად შეატყობინოს ტრეიდერს ტრენდის შემობრუნების შესახებ.

ტრენდის შემობრუნება წარმოადგენს სავაჭრო პროცესის უმთავრეს მომენტს. მისი გათვალისწინება საჭიროა არა მხოლოდ პოზიციების გახსნის დროს, არამედ უკვე ღია პოზიციების დახურვისათვის. ამასთან ერთად, ტრენდის შემობრუნების ტენდენცია გასათვალისწინებელია როგორც მომგებიანი, ასევე წამგებიანი პოზიციებისათვის.

როგორც ზემოთ ავღნიშნე, ტრენდის შემობრუნების ინდიკატორები მოწოდებულია იმისათვის, რომ ტენდენციის ცვლილების ჩასახვისთანავე დროულად შეატყობინოს ტრეიდერს ამის შესახებ. ინდიკატორების უმრავლესობას აქვს ხმოვანი სიგნალის გამოცემის ფუნქცია. ანუ როდესაც ინდიკატორის ალგორითმის მიხედვით ინდიკატორი ჩათვლის რომ დაიწყო ტრენდის შემობრუნება, მაშინ იგი გამოსცემს ხმოვან სიგნალს. გასაგები მომენტია, რომ ხმოვანი სიგნალის გასაგებად საჭიროა კომპიუტერს გააჩნდეს აუდიო აპარატურა. ეს საინტერესო ოფცია ტრეიდერს აძლევს საშუალებას დროულად მოახდინოს რეაგირება ჩამოყალიბებული ტენდენციის შესახებ.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top