ფორექს ინდიკატორების კლასიფიკაცია

ფორექს ინდიკატორები წარმოადგენენ ტექნიკური ანალიზის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს. მათი სწორი კონფიგურირების შემთხვევაში იზრდება მათგან მიღებული სიგნალების ეფექტუობა.

საიტზე ინდიკატორები დაყოფილი მაქვს მხოლოდ ორ კატეგორიად სტანდარტულ და არასტანდარტულ ინდიკატორებად.

სტანდარტულ ინდიკატორებში ვგულისხმობ მხოლოდ იმ ინდიკატორებს, რომლებიც სავაჭრო ტერმინალის MetaTrader-ის სტანდარტულ კომპლექტაციაშია. მათი გამოყენებით შექმნილია უამრავი სავაჭრო სტრატეგია და წარმოადგენენ ფორექსის კლასიკას.

არასტანდარტულ ინდიკატორებში ვგულისხმობ ყველა დანარჩენ ინდიკატორს, რომლებიც შექმნილია საფინანსო ბაზრების არსებობის პერიოდში, მაგრამ სავაჭრო ტერმინალის MetaTrader-ს სტანდარტულ კომპლექტაციაში არ შედის, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არაეფექტურია. პირიქით ბევრი მათგანი ძალიან კარგად მუშაობს და ეფექტურ სიგნალებსაც იძლევა.

ინტერნეტ სივრცეში შეხვდებით ინდიკატორების სხვაგვარ კატეგორიებად დაყოფის ალგორითმსაც. იმისათვის რომ დამწყები ტრეიდერებისათვის არ იყოს უცხო ინდიკატორების ასეთი დაყოფა, ამიტომ შევეხები ზოგადად ამ თემას.

ზოგადად, ინტერნეტ სივრცეში შეხვდებით ინდიკატორების დაყოფას შემდეგ კატეგორიებად:

ამა თუ იმ ინდიკატორების გამოყენებამდე აუცილებლად უნდა გაეცნოთ მის პარამეტრებს და გაანალიზოთ მისი სიგნალები ისტორიულ მონაცემებზე, ასევე ზედმეტი არ იქნება დატესტოთ იგი ონლაინ რეჟიმში მინიმუმ ერთი სავაჭრო კვირის განმავლობაში.

რამდენიმე ინდიკატორის ერთდროული გამოყენება ზრდის მათგან მიღებული სიგნალების სიზუსტეს, თუმცა ამ საკითხშიც საჭიროა ზომიერების გამოჩენა და არ არის რეკომენდებული სავაჭრო გრაფიკზე ბევრი ინდიკატორის დახვავება.

საიტზე წარმოდგენილი ყველა ინდიკატორი განკუთვნილია სავაჭრო ტერმინალი MetaTrader-ისთვის. სხვა ტერმინალებზე შესაძლებელია ან საერთოდ არ იმუშაონ, ან იმუშაონ არაკორექტულად - რაც იგივეა ერთი და იგივეა.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • Admin - ლევანი

    Bidzina - რა, რა და ეს საიტი წარმოდგენას ნამდვილად შეგიქმნით. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს რომ არა მარტო შეგიქმნით წარმოდგენას არამედ ეს რესურსი ტრეიდინგსაც შეგასწავლით

    Short URL:
  • Bidzina

    ძალიან მინდა წარმოდგენა მაინც მქონდეს ამ საქმეზე.

    Short URL:

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top