ტრენდის ინდიკატორები

ფორექს ტერმინოლოგიაში ხშირად შეხვდებით ტერმინს "ტრენდის ინდიკატორი", რომელიც არის ინდიკატორის ერთ ერთი კატეგორია, რომელიც ჩემი აზრით არის, წმინდა წყლის პირობითი დაყოფა.

ფორექსზე ყველას აინტერესებს ტრენდი და არავის აინტერესებს "არატრენდი" ამიტომაც ყველა ინსტრუმენტი არის ტრენდის, მათ შორის ყველა ინდიკატორი წარმოადგენს ტრენდის ინდიკატორს.

ყველა ინდიკატორის პროგრამული შიგთავსის მიზანია ტრეიდერს დაანახოს ტრენდის ამჟამინდელი მიმართულება. რა თქმა უნდა ვხედავთ წარსულსაც. ხოლო ის თუ რა მოხდება მომავალში, ამის განსაზღვრა დამოკიდებულია ტრეიდერის გამოცდილებასა და სავაჭრო სტრატეგიის ალგორითმზე.

კლასიკურ ინდიკატორებს, რომლებიც სავაჭრო ტერმინალის საწყის კომპლექტშია, არ აქვთ თვისებს ტრენდის მომავალი/პერსპექტიული მიმართულება დაგვანახონ. თუმცა არსებობს არასტანდარტული ინდიკატორები, რომელთა პროგრამული შიგთავსი ცდილობს ამ ამოცანის გადაწყვეტას.

ცალსახად იმის თქმა რომ პერსპექტიული ტრენდის გამომსახველი ინდიკატორების მუშაობა უტყუარია, ან მცდარია - არ შეიძლება. ყველაფერი დამოკიდებულია ბაზარზე არსებულ სიტუაციაზე და იმ პარამეტრებზე, რომლებითაც ხდება ამა თუ იმ ინდიკატორის კონფიგურირება.

გასათვლისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - ყველა ინდიკატორს აქვს გადახაზვის თვისება. ანუ ინდიკატორი მაინც ყოველთვის ფასს მიყვება.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top