მოცულობის ოსცილატორი "Normalized Volume Oscillator"

ოსცილატორი Normalized Volume Oscillator წარმოადგენს პოზიციური ფორექს მოცულობების ნორმალიზირებული მონაცემების გადასამუშავებელ ინსტრუმენტს, სადაც გამოისახება საშუალო პროცენტული მაჩვენებლების თანაფარდობა საანალიზო პერიოდის განმავლობაში.

ინდიკატორის მაჩვენებელი გრაფიკზე გამოისახება, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მაჩვენებლებით და დამოკიდებულია ბაზრის დინამიკაზე.

ინდიკატორი გამოისახება შეფერადებული ჰისტოგრამებით (სვეტებით) რომელიც შეესაბამება ნორმალიზებული მოცულობის მაჩვენებელს.

ინდიკატორის საწყისი პარამეტრები და ოფციები:

  • ჰისტოგრამის ლურჯი ფერი - გვიჩვენებს, რომ მიმდინარე პერიოდში მოცულობის მაჩვენებელი, იმავე პერიოდის საშუალო მაჩვენებელზე მცირეა;
  • ჰისტოგრამის მწვანე ფერი - გვიჩვენებს, რომ მიმდინარე პერიოდში მოცულობის მაჩვენებელი, იმავე პერიოდის საშუალო მაჩვენებელზე მეტია;
  • ჰისტოგრამის ყვითელი ფერი - გვიჩვენებს, რომ მიმდინარე პერიოდში მოცულობის ზრდის მაჩვენებელი, იმავე პერიოდის საშუალო მაჩვენებელთან 61,8 %-ით გაიზარდა;
  • ჰისტოგრამის თეთრი (შეცვლილი მაქვს წითელი ფერით, რათა გამოჩნდეს გრაფიკზე) ფერი - გვიჩვენებს, რომ მიმდინარე პერიოდში მოცულობის ზრდის მაჩვენებელი, იმავე პერიოდის საშუალო მაჩვენებელის 100 %-ს მიაღწია;

ინდიკატორის მუშაობის მაგალითი:

მოცულობის ოსცილატორი "Normalized Volume Oscillator"

ინდიკატორის გამოყენება უფრო ეფექტურია მცირეპერიოდიან ინტერვალებზე. გასაგები მომენტია, რომ ინდიკატორის პარამეტრები გამოითვლება იმ სავაჭრო მოედნის მონაცემების გათვალისწინებით, სადაც ვაჭრობს ტრეიდერი და არ მოიცავს მთლიანად ფორექსის გლობალური ბაზრის მონაცემებს.

ინდიკატორის გადმოწერა

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top