არხის ინდიკატორი (ზოგადად)

სავალუტო წყვილის გრაფიკზე არხის ინდიკატორი ავტომატურ რეჟიმში ხაზავს არხებს. არხის საზღვრებს წარმოადგენს ორი პარალელური წრფე. ერთი მათგანი აერთებს მნიშვნელოვან მინიმუმებს და გვევლინება მხარდაჭერის ხაზად (დონედ), ხოლო მეორე აერთებს ფასურ მაქსიმუმებს და გვევლინება წინააღმდეგობის ხაზად (დონედ). ტრენდული არხის საზღვრები წარმოადგენს ბაზარზე შესვლისა და გამოსვლის საორიენტაციო არეებს.

არხის ინდიკატორის გამოყენება:

როგორც წესი, არხის ინდიკატორის გამოყენებით ვაჭრობა ხორციელდება ძირითადად ორი მარტივი მეთოდის მეშვეობით: შემობრუნების მეთოდით და გარღვევის მეთოდით.

გარღვევის მეთოდი გულისხმობს: თუ ფასი გაარღვევს მხარდაჭერის ან წინააღმდეგობის დონეს და გარკვეული დროის განმავლობაში გააგრძელებს გარღვევის მიმართულებით მოძრაობას, მაშინ არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ ტრენდი შემდეგაც გააგრძელებს ამ მიმართულებით მოძრაობას.

გარღვევაზე ორდერების გახსნა ხდება: გაყიდვა - მხარდაჭეის ხაზის გარღვევის შემთხვევაში; ყიდვა წინააღმდეგობის ხაზის გარღვევის შემთხვევაში.

შემობრუნებაზე ორდერების გახსნა ხდება: შედარებით სტაბილური მეთოდია და ფორექსის კლასიკად ითვლება, რადგან სტატისტიკის მიხედვით მაქსიმალურად მომგებიანია და ალგორითმიც უფრო ხშირად მართლდება.

არხის ინდიკატორი (ზოგადად)

გრაფიკზე ინდიკატორის დაყენება ხდება სტანდარტული მეთოდებით, რომლის შემდეგად იგი ავტომატურად დაიწყებს არხების ხაზვას შესაბამის ტაიმ ფრეიმზე.

არხების გამოყენებით ვაჭრობის ძირითადი ასპექტია დარწმუნება იმაში, რომ ფასმა ჭეშმარიტად გაარღვია არხის საზღვარი, ან ჭეშმარიტად აისხლიტა მისგან. თუ ამ საკითხში დავრწმუნდით, მაშინ არხში ვაჭრობის მეთოდისა და თავად ამ არხის ინდიკატორი გამოყენების მარგი ქმედების კოეფიცენტი მაღალი იქნება.

არხების ინდიკატორების არჩევანი წარმოდგენილია რუბრიკაში - "არასტანდარტული ინდიკატორები".

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top