ინდიკატორი channels_v2.5

ინდიკატორი სავალუტო გრაფიკზე ავტომატურ რეჟიმში ხაზავს მხარდაჭერის და წინააღმდეგობის ხაზებს, რომლებიც თავის მხრივ წარმოადგენენ ფასური არხების საზღვრებს.

საკმაოდ მრავალფეროვანი ფუნქციონალის წყალობით, ინდიკატორის კონფიგურაციაში შესაძლებელია მრავალი, სხვადასხვა ტიპის პარამეტრის შეყვანა, ამიტომ გრაფიკზე შეგვიძლია გამოსახოთ სხვადასხვა ტიპის ხაზები, რომელთა მეშვეობითაც ეკრანზე გამოდის მეზობელი ტაიმფრეიმების სამი სხვადასხვა არხი, რომლის მეშვეობით ფასური ბაზრის ტენდენციის საკმაოდ კარგი სიტუაციური სურათი იქმნება. ამასთან ერთად, გრაფიკზე გამოსახული თითოეული ხაზი წარმოადგენს გარკვეულ ფასურ დონეს, რომელთა გამოყენება აგრეთვე შესაძლებელია ვაჭრობის დროს.

თუმცა ინფორმაცია ეკრანზე ცოტათი უჩვეულოდ გამოიყურება, რადგან ინდიკატორის პრაქტიკული გამოყენების დროს, ორიენტირება უნდა მოვახდინოთ უფრო მეტად (!!!) ფასურ დონეებზე და არა ხაზებზე, რომლებიც გამოისახება სხვადასხვა ფერებით.

ინდიკატორი channels_v2.5

წითელი ხაზები გვიჩვენებენ მხარდაჭერის დონეებს, ხოლო ლურჯი ხაზები - წინააღმდეგობის დონეებს

იმისათვის რომ არ დავიბნეთ ტაიმფრეიმებში, თითოეულ ფასურ არხს გააჩნია ხაზების შესაბამისი სისქე. რაც უფრო გრძელვადიანია ტაიმფრეიმი უფრო მსხვილია არხის ხაზები.

ინდიკატორის მთავარი პარამეტრია ტაიმფრეიმების ხანგრძლივობა, რომლისთვისაც უნდა დავაკონფიგურიროთ მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის ხაზები.

  • period3 – პირველი არხი. უნდა მივუთითოთ ყველაზე ხანგრძლი დროის ინტერვალი, რომლის გამოყვანაც გვსურს გრაფიკზე;
  • period2 – მეორე არხი. პირველი არხისგან შედარებით უფრო მცირეპერიოდიანი ტაიმფრეიმი უნდა მივუთითოთ. რეკომენდებულია იმ დროის ინტერვალის მითითება, რომელზეც ვვაჭრობთ;
  • period1 – მესამე არხი. უნდა მივუთითოთ ყველაზე მცირე დროის ინტერვალი, რომლის გამოყვანაც გვსურს გრაფიკზე;

კონფიგურირების მაგალითი:

თუ ჩვენი ძირითადი სავაჭრო პერიოდია - М5, მაშინ პარამეტრები განაწილდება შემდეგნაირად:

  • period1=1;
  • period2=5;
  • period3=15;

პარამეტრი შეყვანილი უნდა იქნას დროის ინტერვალის წუთობრივი მაჩვენებელით.

რა თქმა უნდა ინდიკატორის ასეთი კონფიგურირება არ არის დოგმა და თითოეულ ტრეიდერს შეუძლია იგი დაარეგულიროს საკუთარი შეეხდულებისამებრ.

ინდიკატორის გამოყენება მოსახერხებელია გადადებული ორდერებით ვაჭრობის დროს. ბაზარზე შესვლის წერტილებს ვსაზღვრავთ სავაჭრო ტაიმფრეიმის ფასური დონეების მიხედვით. ინდიკატორის გამოყენება ასევე შესაძლებელია გარღვევის სტრატეგიებით ვაჭრობის დროს.

ინდიკატორის გადმოწერა

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top