ტრენდის შემობრუნების ინდიკატორები (ზოგადად)

გამოცდილი ტრეიდერები დამეთანხმებიან, რომ პრაქტიკულ ტრეიდინგში არსებობს 7-8 უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელთა გათვალისწინება აუციელებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერავითარ შედეგს ვერ მივიღებთ.

ზემოთხსენებულ ფაქტორებს შორისაა:

  • ტრენდის მიმართულების სწორი განსაზღვრა;
  • ტრენდის მიმართულების ცვლილების დროულად განსაზღვრა;
  • ბაზარზე შესვლის ზუსტი წერტილის დადგენა;
  • ბაზრიდან გამოსვლის ზუსტი წერტილის დადგენა;

სტატიაში ზოგადად შევეხები ტრენდის მიმართულების ცვლილების დროულად განსაზღვრის საკითხებს.

ტექნიკურ ანალიზში ამ ამოცანების გადაწყვეტისათვის გამოიყენება ტექნიკური ინდიკატორები (ოსცილატორები).

ფაქტობრივად ამ სახის ყველა ინდიკატორი შექმნილია ყველასთვის ცნობილი და პოპულარული ინდიკატორების ბაზაზე, როგორებიცაა: Moving Average, MACD, RSI და Stochastic.

ყველა დანარჩენი ინდიკატორი, ზემოთ  ჩამოთვლილი ინდიკატორების მოდიფიკაციებს წარმოადგენენ და ემსახურებიან რაიმე კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტას.

ტრენდის შემობრუნების პრაქტიკული გამოყენება:

  • ყიდვა - ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ბაზარზე დაღმავალი ტრენდია, ხოლო ინდიკატორი გვაძლევს სიგნალს იმის შესახებ, რომ არსებობს ტრენდის შემობრუნების შესაძლებლობა. პოზიცია იხსნება მას შემდგ რაც ინდიკატორთან ერთად თავად გრაფიკზეც ვხედავთ აღმავალი ტენდენციის დაწყებას;
  • გაყიდვა - ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ბაზარზე აღმავალი ტრენდია, ხოლო ინდიკატორი გვაძლევს სიგნალს იმის შესახებ, რომ არსებობს ტრენდის შემობრუნების შესაძლებლობა. პოზიცია იხსნება მას შემდგ რაც ინდიკატორთან ერთად თავად გრაფიკზეც ვხედავთ დაღმავალი ტენდენციის დაწყებას;

ამასთან ერთად, ტრენდის შემობრუნების ინდიკატორები გვაძლევენ პოზიციიდან გამოსვლის სიგნალს, რაც საშუალებას გვაძლევს ბაზრიდან გავიდეთ მაქსიმალური მოგებით.

სიგნალების გამოყენება ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვაჭრობა მიმდინარეობს მხოლოდ ტრენდის თანხვედრილად, ამასთან ერთად აუცილებლად გასათვალისწინებელია დროის ინტერვალი - ტაიმ ფრეიმი და კორექციის სიდიდე.

ტრენდის შემობრუნების ინდიკატორების გამოყენება ეფექტურია 15 წუთიანზე დიდ ტაიმფრეიმებზე. მოკლევადიან ტაიმფრეიმებზე მათი გამოყენება დაბალეფექტურია, ჩემი აზრით კი საერთოდ აზრს მოკლებულია.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • Admin - ლევანი

    Givi - ამ საკითხზე სტატიები მექნება და ჩემი აზრით ცალკე თემაცაა, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ფორექსზე არაფერი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი როგორც ბაზარზე შესვლის წერტილები. თუ ეს თემა ზედმიწევნით კარგად იცის ტრეიდერმა მაშინ სხვა ფაქტორები, მათ შორის ტრენდის საპირისპიროდ ვაჭრობაც კი მას წარმატებას მოუტანს. ასე რომ ერთ სტატიაში ამ საკითხს ვერ განვიხილავ, თემად გამოვყოფ და მალე გამოვაქვეყნებ პორციებად, რომ დამღლელი არ იყოს. საიტის მიმართ ყურადღებისთვის ცალკე მადლობა

    Short URL:
  • Givi

    სალამი ლევან. დანარჩენი სამი ან ოთხი ფაქტორი აქ არ გაქვთ მოხსენიებული და თუ შეიძლება რომ დანარჩენებიც მითხრათ ყველა ამ ფაქტორის ცოდნა ძან მნიშვნელოვანია და Mერე შესაბამის სტატიებსაც დავაკავშირებ. მათ თან

    Short URL:

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top