ტრენდის პროგნოზირების ინდიკატორი "Hodrick Prescott Filter" (HPF)"

ისევე როგორც თითქმის ყველა ინდიკატორს, ინდიკატორს "Hodrick Prescott Indicator" (იგივე "Hodrick Prescott Filter" (HPF)", იგივე ჰორდიკ-პრესკოტის ინდიკატორი) საფუძვლად უდევს პოპულარული და ყველასთვის ნაცნობი მცოცავი საშუალოს ინდიკატორი Moving Average, თუმცა მოდიფიცირებული და როგორც ავტორები ამბობენ გაუმჯობესებული სახით.

ინდიკატორს "Hodrick Prescott Indicator" აქვს თვისება არა მხოლოდ გვიჩვენოს მიმდინარე ტრენდის მიმართულება, არამედ განგვისაზღბროს მისი ძალაც და გრაფიკზე არსებული პერსპექტიული სიტუაციის წინასწარი პროგნოზი მოგვცეს.

ინდიკატორი იყენებს დამატებით ფილტრებს, რომელიც საშუალებას იძლევა პრაქტიკულად გაანეიტრალოს ფასური ხმაური.

ინდიკატორი ყენდება სავალუტო წყვილის გრაფიკზე და გამოისახება ორი მრუდის სახით. ერთს მრუდს გააჩნია რამდენიმე სახის შეფერილობა და გვიჩვენებს ფასის მიმდინარე მიმართულებას და ტრენდის ძალას, ხოლო მეორე მრუდი განკუთვნილია პროგნოზირებისათვის და რამდენადმე უსწრებს ფასურ მოძრაობებს.

პირველი მრუდის ფერის ცვლილება მიუთითებს ტრენდის მიმართულების ცვლილებაზე.

ინდიკატორს აქვს პარამეტრების ცვლილების შესაძლებლობა და ტრეიდერს შეუძლია დააკონფიგურიროს იგი თავისი შეხედულებისამებრ.

ინდიკატორის მუშაობის მაგალითი:

ტრენდის პროგნოზირების ინდიკატორი "Hodrick Prescott Filter" (HPF)"

ინდიკატორის "Hodrick Prescott Indicator" პარამეტრები:

  • nobs – HPF-ს გამოთვლებისთვის საჭირო ბარების/სანთლების რაოდენობა;
  • lambda – ტრენდის შესუსტების კოეფიცენტი;
  • timeframe – ტაიმ ფრეიმი;
  • price – ფასი, რომლის მიხედვითაც გამოითვლება HPF:
  • 0 – close;
  • 1 – open;
  • 2 – high;
  • 3 – low;
  • 4 – median (HL/2);
  • 5 – typical (HLC/3);
  • 6 – weighted (HLCC/4);
  • delay – HPF-ის მიმართ Moving Average-ს წინსწრების ან ჩამორჩენის მაჩვენებელი;
  • trend – ერთმანეთთან მიყოლებით მდებარე ბარების/სანთლების რაოდენობა, რომლის მიხედვითაც გამოითვლება ტრენდის ძალა;
  • future – გვიჩვენებს HPF-ს მომავალი ბარებისათვის/სანთლებისათვის;
  • bands – მრუდების გამოთვლისათვის საჭირო ბარების/სანთლების რაოდებობა;
  • band1(2) – მრუდის გადახრა თუ მაჩვენებელი ნულზე მცირეა და ცენტრირებულია HPF-ზე;
  • type1 – პირველი მრუდის ტიპი:
  • -1 – HPF;
  • 0 – applied price;
  • 1 – mean;
  • 2 – extreme price;
  • 3 – closest price;
  • 4 – median;
  • 5 – typical;
  • 6 – weighted;
  • type2 – მეორემრუდის ტიპი:
  • repaint – ინდიკატორის გადახაზვა ტუოველი მომდევნო ახალი ტიკის შემდეგ;
  • points – Moving Average-ს საფუძველზე გვაჩვენებს აღმავალ ან დაღმავალ ტრენდს;
  • alerts – ხმოვანი სიგნალის ჩართვა/გამორთვა ტრენდის ცვლილების ან მრუდების გადაკვეთის მომენტში;
  • audio – ხმოვანი სიგნალისთვის ხმოვანი ფაილის სახელი;
  • history – ბარების/სანთლების რაოდენობა, რომელიც გამოითვლება ისტორიიდან (თუ 0, მაშინ ინდიკატორი ითვლის ისტორიის ყველა ბარს/სანთელს, დათვლისთვის ჭირდება გარკვეული დრო);

ინდიკატორის "Hodrick Prescott Indicator" გამოყენების წინ აუცილებლად დატესტეთ იგი დემონსტრაციულ ანგარიშებზე და ზედმიწევნით გაერკვიეთ მის პარამეტრებში.

ინდიკატორის გადმოწერა

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top