ტრენდის პროგნოზირების ინდიკატორი Xprofuter

ტრენდის მოძრაობის მიმართულების სწორი განსაზღვრა ტრეიდინგის უმთავრესი ამოცანაა.

სწორი პროგნოზი პრაქტიკულად ას პროცენტიან გარანტიას იძლევა იმისა, რომ სავაჭრო პოზიცია მომგებიანი იქნება.

ტრენდის მიმართულების განსაზღვრის ერთ-ერთი საკმაოდ პოპულარული ინდიკატორია Xprofuter. ინდიკატორს გააჩნია წინმსწრები ალგორითმი.

ტრენდის პროგნოზირების ინდიკატორი Xprofuter

Xprofuter-ის მეშვეობით შესაძლებელია განვსაზღვროთ ტენდის მიმართულება 12 ბარის წინმსწრებად.

ინდიკატორის ავტორების ანოტაციის მიხედვით, მისი სიზუსტე 80-90%-ს აღწევს.

პროგრამულად ინდიკატორი შედგება ორი ფაილისგან. ტერმინალში მათი ჩატვირთვის შემდეგ, სავალუტო წყვილის გრაფიკის ქვედა ნაწილში გამოჩნდება ფანჯარა სადაც აისახება ტრენდის მოძრაობის ანალოგი, რომელიც ცოტათი უსწრებს ტრენდს, ხოლო ინდიკატორის მეორე ნაწილი გამოჩნდება ზედ გრაფიკზე მრუდის სახით, რომელიც აგრძელებს არსებული ტრენდის მიმართულებას, ინდიკატორის ალგორითმის შესაბამისად.

ინდიკატორის გამოყენება რეკომენდებულია მოკლევადიან პერიოდებზე ვაჭრობის დროს, მაგალითად სკალპინგისას, ვინაიდან გრძელვადიან პროგნოზირებისას ეს ინსტრუმენტი კარგად ვერ მუშაობს - თავად ასეთი ტიპის პროგნოზირების სირთულის გამო. ამასთან ერთად, სიგნალების ფილტრაციის მიზნით რეკომენდებულია ამ ინდიკატორის სხვა ინსტრუმენტებთან კომბინაცია.

Xprofuter კარგად რეაგირებს გამოკვეთილ ტრენდზე, თუმცა ფლეტურ სიტუაციებში მისი პროგნოზების სიზუსტე იკლებს, რაც თავის მხრივ მის უარყოფუთ მხარედ უნდა ჩავთვალოთ.

Xprofuter -ს გააჩნია კონფიგურაციული პარამეტრები, რომელთა სწორად შერჩევა/დაყენების შემდეგ მისი მარგი ქმედების კოეფიცენტი უფრო მეტად იზრდება.

ინდიკატორის გადმოწერა

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • Admin-ლევანი

    givi - არქივში არის კომპლექტი: "Xprofuter" ინდიკატორი (სურათზე ზდა ნაწილი) და Xprofuter" ოსცილატორი (სურათზე ქვედა ნაწილი). ინდიკატორ/ოსცილატორის შემქმნელების აზრით, ისინი ავსებენ ერთმანეთს. თუმცა ტრეიდერს შეუძლია გამოიყენოს მხოლოდ რომელიმე მათგანი ცალ-ცალკე

    Short URL:
  • Admin-ლევანი

    givi - ფორექსზე სიგნალების ფილტრაცია შემდეგნაირია. თუ ვაჭრობთ ინდიკატორული სტრატეგიებით, მაშასადამე გრაფიკზე მინიმუმ 2, ან მეტი ინდიკატორი გექნებათ დაყენებული. ფილტრაცია ნიშნავს ყველა ინდიკატორის სიგნალების თანხვედრას თუ ყველა ინდიკატორის სიგნალი ერთმანეთს ემთხვევა ე.ი. სიგნალი ძლიერია და შესაბამისად თუ არ ემთხვევა მაშასადამე სიგნალი ერთი, ორი ან მეტი ხარისხით (გააჩნია სტრატეგიის მიხედვით სიგნალების ალგორითმს) სუსტია. სტრატეგია "20 პუნქტი დღეში" უკვე დახვეწილი სტრატეგიაა. ამ ინდიკატორით გაფილტვრა არ მგონია მართებული იყოს. უმჯობსია ეს ინდიკატორი გამოიყენოთ დამატებით სასიგნალო ინსტრუმენტად.

    Short URL:
  • givi

    და ეს ალბათ ოსცილატორების კატეგორიას მიეკუთვნება

    Short URL:
  • givi

    აგწერილობის მიხედვით ძალიან კარგი ჩანს. უბრალოდ მაინტერესებს სკალპინგით ვაჭრობას სიფრთხილით ვეკიდები პირადად
    და ვინაიდან მოკლე ინტრრვალებხე კარგ სიგნალებს იძლევა მიდა გკითხოთ მაგალითად მაქვს სტრატეგია 20 პუნქტი დღეში დაყენებული ტერმინალხედა ველოდები სიგნალს და მომცა ვაჭრობაში შესასვლელი სიგნალი და აი ამ ინდიკატორით როგავფილტრო ამდროს თუიძლევა შედეგებს იმმომენტში ხო მე მოკლევადიანი პროგნოზინმჭირდება დასადასტურებლად
    ასე თ მომენტებში თუშეილება მისი წარმატებით გამოყენება?

    Short URL:

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top