სავაჭრო მოცულობების ინდიკატორი

სავაჭრო მოცულობების ინდიკატორი - ტრეიდერებისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე საჭირო ინსტუმენტს, ვინაიდან ზოგიერთი ფორექს თეორიის მიხედვით სწორედ სავაჭრო მოცულობები და ღია ინტერესები პერსპექტიული პროგნოზირების ყველაზე ზუსტ შესაძლებლობას იძლევა.

როგორც ცნობილია ფორექსი მუშაობს ძირითადი საბაზრო კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ვალუტაზე მოთხოვნის ზრდა ყოველთვის იწვევს მისი ფასის ზრდას და პირიქით - მიწოდების ზრდა იწვევს ვალუტის ფასის კლებას.

ინდიკატორის მუშაობის პრინციპი:

სავალუტო წყვილის სავაჭრო გრაფიკზე ინდიკატორის დაყენების შემდეგ, ცალკე ფანჯარაში გამოისახება მოცულობების ჰისტოგრამა ფერადი სვეტების სახით. ისინი ტენდენციიდან გამომდინარე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ფერების მიხედვით.

სავაჭრო მოცულობების ინდიკატორი

ინდიკატორთან მუშაობის მეთოდი მარტივია. ყიდვის ორდერები იხსნება, თუ ფასი და სავაჭრო მოცულობები ერთდროულად იზრდება. როგორც წესი ასეთი სიტუაცია მეტყველებს აღმავალი ტენდენციის შემდგომ გაგრძელებაზე.

შესაბამისად, გაყიდვების ორდერები იხსნება მაშინ, როდესაც სავალუტო წყვილის ფასის კლების პარალელურად, იკლებს სავაჭრო მოცულობები.

ეფექტური ვაჭრობისათვის, სასურველია რომ გაყიდვის ორდერი გაიხსნას წინააღმდეგობის ზონასთან, ხოლო ყიდვის ორდერი - მხარდაჭერის ზონასთან.

და ბოლოს, ვაჭრობა მხოლოდ ერთი ინდიკატორის გამოყენებით არ არის რეკომენდებული.

ინდიკატორის გადმოწერა

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • Admin-ლევანი

    otari - ინდიკატორის ტესტიტებისას დაკვირვება უნდა განხორციელდეს ისტორიულ მონაცემებზე და ინდიკატორის სიგნალების სიზუსტის სიხშირის მიხედვით უნდა გაკეთდეს დასკვნა გამოადგება თუ არა ტრეიდერს იგი ამა თუ იმ სავაჭრო სიტუაციასა და სტრატეგიაში

    Short URL:
  • otari

    მადლობა, ახლახან ვნახე სამი ინდიკატორი რომელიც გაქვთ მოცულობის ინდიკატტორთა კატეგორიაში და აღწერა რომ ვნახე ეს ინდიკატორი უფრო მარტივიდა საიმედო მეჩვენება იმათგან განსხვავებით და ალბათ ფილტრაცისთვის ეს ინდიკატორი უფრო აჯობებს ხომ?
    მადლობა წინასწარ

    Short URL:
  • Admin-ლევანი

    otari - ეს ინდიკატორი, ტერმინალში საწყისი პარამეტრებით ჩატვირთული სტანდარტული პაკეტის იგივე სახელწოდების ინდიკატორისგან განსხვავდება ერთი პარამეტრით ამიტომ ვთვლი არასტანტარტულ ინდიკატორად

    Short URL:
  • otari

    სალამი . ეს არასტანდარტული ინდიკატორია?
    და თუ არის თავად ტერმინალში მოცულობების ინდიკატორი?

    Short URL:

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top