ინდიკატორი Stochastic (ალტერნატიული ხედვა)

ინდიკატორი Stochastic - განკუთვნილია საბაზრო სიტუაციისათვის, როდესაც ბაზარზე არის სუსტი ტრენდი. მისი მუშაობის პრინციპია - უკვე გასული რაიმე ინტერვალის დახურვის ფასებისა და ფასების ცვლილების საზღვრების ანალიზი და შედარება.

ინდიკატორი განსაზვრავს თუ რა მდგომარეობაშია ამჟამად ბაზარი, კონკრეტულად კი - გაჯერებული გაყიდვის, თუ გაჯერებული ყიდვის მდგომარეობაში.

ოსცილატორის მუშაობა ეფუძნება იმ თეორიას, რომ ბაზარზე არსებული აღმავალი ტრენდის დროს, ბაზრის დახურვა ხდება პირველი ფასური დიაპაზონის საზღვართან (წინააღმდეგობის დონესთან), თუ დახურვა მოხდა მხარდაჭერის დონესთან, მაშინ, როგორც წესი ბაზარზე დაღმავალი ტრენდია.

ინდიკატორის სწორი მუშაობისათვის საჭიროა მას დავუყენოთ საკონტროლო დონეები, როგორც წესი ესენია მინიმალური - 20-იანი დონე და მაქსიმალური 80-იანი დონე. ინდიკატორის მონაცემებიდან გამომდინარე, შესაძლებელია განვსაზღვროთ თუ რა მდგომარეობაში იმყოფება ბაზარი. თუ Stochastic Oscillator დაეშვა თავისი 20-იანი დონის ქვემოთ, მაშასადამე ბაზარი გაჯერებული გაყიდვების მდგომარეობაშია, თუ Stochastic Oscillator-ს მაჩვენებელი (მრუდი) იმყოფება თავისი 80-იანი დონის ზემოთ, მაშასადამე ბაზარი ბაზარი იმყოფება გაჯერებული ყიდვების მდგომარეობაში.

ინდიკატორი Stochastic (ალტერნატიული ხედვა)

ინდიკატორის გრაფიკზე წარმოდგენილია ორო მრუდი:

  • წითელი წყვეტილი მრუდი (ჩვენ შემთხვევაში) გვიჩვენებს მცოცავ საშუალოს;
  • ლურჯი მრუდი - Stochastic-ის მთავარი მრუდია;
  • ყიდვა ხორციელდება მაშინ, როდესაც Stochastic იმყოფება გაჯერებული გაყიდვების ზონაში, ვინაიდან პერსპექტივაში მოსალოდნელია ფასის ზრდა;
  • გაყიდვა ხორციელდება მაშინ, როდესაც Stochastic იმყოფება გაჯერებული ყიდვების ზონაში, ვინაიდან პერსპექტივაში მოსალოდნელია ფასის კლება;

როგორც წესი პოზიცია იხურება მაშინ, როდესაც ინდიკატორი გამოდის ზემოთაღნიშნული რომელიმე ზონიდან (გააჩნია ღია პოზიციის მიმართულებას).

ოსცილატორი Stochastic არის საკმაოდ მარტივი ინდიკატორი. მისი მუშაობის პრინციპი ეფუძნება ძირითად საბაზრო კანონებს, ამიტომ გარიგებები, რომლებშიც მონაწილეობს ეს ინდიკატორი გამოირჩევა დადებითი რეზულტატების საკმაოდ მაღალი პროცენტით.

ინდიკატორის გადმოწერა

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top