მოსახლეობის შემოსავლებისა და მომხმარებლის განწყობის მაჩვენებელი

ფუნდამენტალური ანალიზის ერთ-ერთი საგულისხმო მაჩვენებელია მოსახლეობის შემოსავალი, პრინციპში ის, რაზეც ბაზირდება ქვეყნის ეკონომიკა.

მოსახლეობის შემოსავლების მაჩვენებლებს მიეკუთვნება:

  • პერსონალური შემოსავალი (Personal Income);
  • პერსონალური ხარჯი (Personal Spending);
  • სამომხმარებლო კრედიტი (Consumer Credit);

პერსონალური შემოსავალი (Personal Income). მოსახლეობის პერსონალური შემოსავლების შესახებ მონაცემები იკრიბება, ყველა შემოსავლის წყაროს გათვალისწინებით, რომელთა შორისაც არის - ხელფასი, დეპოზიტებისა და ფასიანი ქაღალდების დივიდენდები, შემოსავლები, რომლებიც მიიღება შენობების ფართების გაქირავების გზით, სახელმწიფო სუბსიდიები და ა.შ. პერსონალური შემოსავლის ინდიკატორი გამოხატავს პოტენციურ სამომხმარებლო მოთხოვნას, ვინაიდან შემოსავლების ზრდის შემთხვევაში იზრდება მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი. მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ტენდენცია ხელს უწყობს ვალუტის კურსის გამყარებას, მაგრამ პრაქტიკაში უფრო ხშირად გამოიყენება პერსონალური ხარჯების ინდიკატორთან ერთობლიობაში. გასული ორი თვის მონაცემები ქვეყნდება ყოველთვიურად, 20 რიცხვის შემდეგ, GMT 13:30 საათზე.

პერსონალური ხარჯი (Personal Spending). მოსახლეობის ხარჯებში გათვალისწინებულია სამი კომპონენტი:

  • ხარჯები მომსახურეობისთვის;
  • ხარჯები ხანგრძლივ ვადიანი მოხმარების საქონელზე;
  • ხარჯები მოკლე ვადიანი მოხმარების საქონელზე;

როგორც წესი, მომსახურეობის მოხმარების ცვლილების დინამიკა მუდმივია, ამიტომ მისი მომავალი მაჩვენებელის პროგნოზირება ადვილია. პრინციპში, საცალო ვაჭრობის მაჩვენებელი, თავისი არსით, გამოხატავს იმავე მონაცემებს, როგორებიც, ხანგრძლივ ვადიანი და მოკლე ვადიანი მოხმარების საქონელზე ხარჯების შემთხვევაშია, ამიტომ ბაზრების ანალიზის დროს განიხილება, მხოლოდ მკვეთრი განსხვავებები მაჩვენებლის ცვლილების დინამიკაში. რაც უფრო მეტია მოსახლეობის ხარჯები, მით უფრო იზრდება ეკონომიკა და შესაბამისად ნაციონალური ვალუტის კურსი. პერსონალური ხარჯების და პერსონალური შემოსავლების მონაცემები ქვეყნდება ერთდროულად, თვის ბოლო კვირის განმავლობაში, GMT 13:30 საათზე.

სამომხმარებლო კრედიტი (Consumer Credit). სამომხმარებლო კრედიტის ინდექსი გამოხატავს მყიდველების დავალიანებას, შეძენილი საქონლისა და მომსახურეობის, კრედიტითა და განვადებით შეძენისათვის, ასევე დავალიანებას საკრედიტო ბარათებზე. ინდიკატორი არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ბაზარზე, რადგან მისი მაჩვენებელი და ცვლილების დინამიკა შესაძლებელია ძლიერად მერყეობდეს, რის გამოც საანგარიშო მონაცემების ხშირი გადახედვა ხდება. ასევე ანალიტიკაში, უპირველეს ყოვლისა ყურადღება ექცევა ავტომანქანების გაყიდვების, საცალო გაყიდვების, პერსონალური მოხმარების და სამომხმარებლო ნდობის მაჩვნებლებს, რომლებიც ახასიათებენ მოსახლეობის ხარჯებს და რომლებიც ქვეყნდება უფრო ადრე, ვიდრე მონაცემები სამომხმარებლო კრედიტების შესახებ. ამიტომ კრედიტების ინდიკატორი პრაქტიკულად არ ახდენს გავლენას ბაზარებზე.

ისევე, როგორც მოსახლეობის ხარჯების ინდიკატორს, სამომხმარებლო კრედიტების მაჩვენებელსაც არ ენიჭება დიდი მნიშვნელობა, რადგან ქვეყნდება უფრო გვიან, ვიდრე პერსონალური ხარჯების მაჩვენებელი, ხოლო კრედიტით შეძენილი საქონლისა და მომსახურეობის წილი, ნაკლებად აინტერესებს ინვესტორებს. ამასთან ერთად, ამ ორი მაჩვენებლის მჭიდრო კავშირიც არ არსებობს - პერსონალური ხარჯების ზრდა, ნაკლებად ახდენს გავლენას სამომხმარებლო კრედიტების ცვლილებაზე. კრედიტით გაყიდული საქონლის რაოდენობის ზრდა, თან ერთვის ეკონომიკური სიტუაციის და ნაციონალური ვალუტის კურსის ზრდასაც. სამომხმარებლო კრედიტების მონაცემები ქვეყნდება ყოველი თვის მეხუთე სამუშაო დღეს, GMT 20:00 საათზე.

მომხმარებლის განწყობა შედგება შედგება მაჩვენებლისგან:

  • მომხმარებლების მოლოდინის ინდექსი (Consumer Sentiment Index, CSI);
  • მომხმარებლების დარწმუნებულობის ინდექსი (Consumer Confidence Index, CCI);

მომხმარებლების მოლოდინის ინდექსი (Consumer Sentiment Index, CSI). მომხმარებლების განწყობას შეუძლია სერიოზული გავლენა იქონიოს ქვეყნის ეკონომიკაზე, რადგან გაურვევლობამ მომავლის მიმართ, მოსახლეობას დანაზოგების გაზრდისა და ხარჯების შემცირებისკენ უბიძგებს, რაც თავის მხრივ, აისახება მოთხოვნაზე და მთლიანად ეკონომიკაზე.

მომხმარებლების მოლოდინის ინდექსი შემუშავებული იქნა მიჩიგანის უნივერსიტეტში, სამომხმარებლო განწყობების შეფასებისათვის. ხშირ შემთხვევებში შესაძლებელია, რომ ბაზრების სერიოზული რეაქცია გამოიწვიოს, ამ მაჩვენებლის ცვლილების დინამიკამ. მონაცემები იკრიბება სატელეფონო გამოკითხვების გზით, 5 შეკითხის საფუძველზე: აქედან ორი შეკითხვა ეხება მომხმარებლის პირად ფინანსურ მდგომარეობას, ხოლო დანარჩენი სამი კითხვა ეხება - ეკონომიკის მდგომარეობას მომავალში. გამოკითხვაში მონაწილეობს 500 ადამიანი.

პირველი ორი კითხვა აფორმირებს მოსახლეობის შეფასებას, ეკონომიკის მიმდინარე მდგომარეობის შესახებ, ხოლო ბოლო სამი კითხვა - მომხმარებლის მოლოდინის ინდიკატორს. გამოთვლების დროს, ოპტიმისტურად განწყობილი მოსახლეობის პროცენტულ მაჩვენებელს აკლებენ, იმ ადამიანების პროცენტულ მაჩვენებელს, რომლებიც ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებენ, შემდეგ, მიღებულ მნიშვნელობას უმატებენ 100.

როგორც წესი, ინდიკატორის ზრდის დინამიკას უკავშირებენ მთლიანი შიდა პროდუქტის, ეკონომიკური აქტიურობის და საპროცენტო განაკვეთების ზრდას. ზუსტად ასევე, მომხმარებლის მოლოდინის ინდექსი გავლენას ახდენს აქციების ბაზარზე - ინდექსის ზრდასთნ ერთდ იზრდება აქციების ფასები, იმ გამონაკლისის გარდა, როდესაც არსებობს მაღალი ინფლაციის საფრთხე, ან უმუშევრობის დონე მიისწრაფის ნულისკენ.

მომხმარებლების მოლოდინის ინდექსის წინასწარი მონაცემები ქვეყნდება ყოველი თვის მეორე კვირის პარასკევს, GMT 15:00 საათზე, ხოლო ინდიკატორის საბოლოო მაჩვენებელი ქვეყნდება, საანგარიშო თვის ბოლო პარასკევს.

მომხმარებლების დარწმუნებულობის ინდექსი (Consumer Confidence Index, CCI). მომხმარებლების დარწმუნებულობის ინდექსი, ისევე როგორც CSI, ფორმირდება გამოკითხვების გზით. გამოკითხვაში მონაწილეობს 5 000 ოჯახი. გამოკითხვის თემა ეხება ბიზნესის განვითარების პირობებს. CSI ინდექსისგან განსხვავებით, დარწმუნებულობას გააჩნია საბაზო მნიშვნელობა - "100" ერთეული, რომელიც 1985 წელს მიღებული მაჩვენებელია.

ინდექსის უმნიშვნელო ცვლილება არ ახდენს გავლენას ბაზრებზე, მაგრამ ყურადღება ექცევა ხუთი და მეტი ერთეულით ცვლილებებს. CCI ზრდის ტენდენცია დადებით გავლენას ახდენს ვალუტის კურსზე, გამყარების თვალსაზრისით, აგრეთვე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. ინდიკატორი ხშირად გამოიყენება საერთო ეკონომიკური ვითარების დინამიკისა და შრომის ბაზრის მდგომარეობის პროგნოზირებისათვის. ინდექსი შედგება ორი შეფასებისაგან:

  • მიმდინარე ეკონომიკური სიტუაციის შეფასება (ინდექსის 40% );
  • ეკონომიკაში მომავალი ცვლილებების შეფასება (ინდექსის 60% );

მონაცემები ქვეყნდება ყოველთვიურად, ბოლო კვირის სამშაბათს, GMT 15:00 საათზე.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტანდარტული ინდიკატორები (Meta Trader 4 / 5)

კლასიკური ბირჟა

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top