მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ)

მაკროეკონომიკური პარამეტრებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია - მთლიანი შიდა პროდუქტი (GDP, Gross Domestic Product).

მთლიანი შიდა პროდუქტი არის ქვეყნის ეკონომიკის საერთო მდგომარეობის ინდიკატორი. იგი წარმოადგენს, მიმდინარე საბაზრო ფასში გაზომილი, პროდუქციისა და მომსახურების საერთო რაოდენობის მაჩვენებელს, რომელიც წარმოებულია ქვეყნის ტერიტორიაზე რეზიდენტებისა და არარეზიდენტების მიერ.

ზოგიერთი ქვეყნებისათვის, რომელთათვისაც ნაციონალური საწარმოების სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე ექსპანსიის წილი დიდია , გამოიყენება სხვა მაკროეკონომიკური ინდიკატორი - მთლიანი ნაციონალური პროდუქტი (GNP, Gross National Product). იგი წარმოადგენს, მიმდინარე საბაზრო ფასში გაზომილი, პროდუქციისა და მომსახურების საერთო რაოდენობის მაჩვენებელს, რომელიც წარმოებულია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მაგალითად ასეთი მაჩვენებელი გამოიყენება იაპონიაში.

მთლიანი შიდა პროდუქტის გამოთვლისათვის გამოიყენება რამდენიმე მოდელი. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ეკონომიკის განვითარების კეინსიანური მოდელი. ამ მოდელის თანახმად მშპ გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

GDP = C + I + S + E – M

სადაც, C გამოხატავს მოხმარების მოცულობას, I გამოხატავს ინვესტიციების მოცულობას, S გამოხატავს სახელმწიფო ხარჯების მოცულობას, E გამოხატავს ექსპორტის მოცულობას და М გამოხატავს იმპორტის მოცულობას. მშპ-ს უმთავრესი კომპონენტია მოხმარების მოცულობა, რომლის სტრუქტურაში გამოიყოფა სამი ქვეკლასი: ხანგრძლივი მოხმარების პროდუქციის მოხმარება (Durable Goods), მოკლევადიანი მოხმარების პროდუქციის მოხმარება (Nondurable Goods) და მომსახურება (Services). მაგალითისათვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხმარების მოცულობა მშპ-ს 50 %-ს, ინვესტიციების მოცულობა მშპ-ს 10 %-ზე მეტს, ხოლო სახელმწიფო ხარჯები (სოციალური ხარჯები, სახელმწიფო ობლიგაციების პროცენტები, შეიარაღების ხარჯები) მშპ-ს დაახლოვებით 20 %-ს შეადგენს. მშპ-ს ბოლო კომპონენტი რომელიც იმპორტ ექსპორტის სხვაობას, ან სუფთა ექსპორტს, ან სუფთა იმპორტს წარმოადგენს, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა უფრო მეტობს ქვეყნის ეკონომიკაში.

გარდა, ზემოთ აღწრილი მშპ-ს გამოთვლის მეთოდისა, არსებობს ასევე ე.წ. განაწილების მეთოდი, რომელიც თავის თავში მოიცავს დაქირავებული შრომითი რესურსების შრომის ანაზღაურებას, წარმოებასა და იმპორტზე სუფთა გადასახადებს, მთლიან მოგებას და მთლიან შერეულ შემოსავალს. ამ საკითხების სიღრმისეულ განხილვას არ დავიწყებ, ვინაიდამ მათი ცოდნა ფორექს ტრეიდერებისთვის აბსოლუტურად არ არის საჭირო, ხოლო მათ ვისაც სურს ამ საკითხის უფრო ღრმა შესწავლა - შეუძლია ჩააბაროს უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე ან წაიკითხოს ეკონიმიკური თეორიის შესაბამისი ლიტერატურა.

მთლიანი შიდა პროდუქტი, ქვეყნდება განვლილ პერიოდთან შედარებითი ინდექსის სახით და აბსოლუტური მნიშვნელობის სახით ნაციონალური ვალუტის ერთეულში. ფორექსის ბაზრისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინდექსის შედარებით მნიშვნელობას, ვინაიდან სწორედ ეს მაჩვენებელი გამოხატავს, მოცემულ საანგარიშო პერიოდში მშპ-ს კლებას, ან ზრდას. როგორც წესი, ვალუტის კურსის ცვლილებას და მშპ-ს მნიშვნელობას აქვს პირდაპირი ურთიერთდამოკიდებულება. მშპ-ს ზრდა იწვევს ნაციონალური ვალუტის გამყარებას (მისი კურსის ზრდას), ხოლო მშპ-ს კლება იწვევს ნაციონალური ვალუტის შესუსტებას (მისი კურსის კლებას). მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფორექსზე ვალუტები განიხილება მხოლოდ სავალუტო წყვილების კონტექსტში (კოტირებებში). ამიტომ, თუ სავალუტო წყვილისთვის USD/JPY, ორივე ქვეყანამ, საანგარიშო პერიოდში პროცენტული თანაფარდობით აჩვენა მშპ-ს ზრდა, მაშინ ამ კოტირებაზე ეს ვითარება არანაირ გავლენას არ იქონიებს, რადგან ასეთი გავლენები ურთიერთკომპენსირებული იქნება.

მშპ-ს საანგარიშო პერიოდია კვარტალი. თვით მშპ-ს მნიშვნელობა კი ქვეყნდება სამჯერ:

  • საანგარიშო პერიოდის (კვარტლის) შემდგომი თვის ბოლო პარასკევს, GMT 13:30 საათზე ქვეყნდება მშპ-ს წინასწარი მნიშვნელობა (GDP Advanced).
  • საანგარიშო პერიოდის (კვარტლის) შემდგომი, მეორე თვის ბოლო ოთხშბათს, GMT 13:30 საათზე ქვეყნდება მშპ-ს გადახედილი/შესწორებული მნიშვნელობა (GDP Provisional/Revised).
  • საანგარიშო პერიოდის (კვარტლის) შემდგომი, მესამე თვის ბოლო ოთხშაბათს, GMT 13:30 საათზე ქვეყნდება მშპ-ს საბოლოო მაჩვენებელი (GDP Final), როგორც წესი ამ და გადახედილი/შესწორებული მაჩვენებელს შორის განსხვავება მინიმალურია.

პრაქტიკული ვაჭრობის დროს გამოიყენეთ ფორექს კალენდარი და ყოველთვის, წინასწარ საქმის კურსში იქნებით, თუ როდის გამოქვეყნდება, არა მარტო მთლიანი შიდა პროდუქტის, არამედ სხვა მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარამეტრების მაჩვენებლებიც.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • Admin - ლევანი

    cinara - თქვენი კითხვა განეკუთვნება ეკონომიკური მეცნიერების ფუნდამენტალურ ასპექტს. ამ საიტის თემა ეს არ არის. ფორექსში ასეთი სიღრმისეული საკითხები ტრეიდერებისათვის არ არის საინტერესო

    Short URL:
  • cinara

    ვიცით რომ ქვეყნის ეკონომიკაზე ყველაზე დიდ ზეგავლენას მშპ ახდენს, მაინტერესებს რატომ შეიძლება ქვეყნის ეკონომიკას შეუქმნას მშპ საფრთხე?

    Short URL:
  • Admin- ლევანი

    მარიამი - მთლიანი შიდა პროდუქტი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური პარამეტრია, ამაზე ზევით ინდექსი მე არ ვიცი

    Short URL:
  • მარიამი

    ამ სამი ინდექსიდან ყველაზე მნიშვნელოვანი რომელია?

    Short URL:

სტანდარტული ინდიკატორები (Meta Trader 4 / 5)

კლასიკური ბირჟა

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top