საპროცენტო განაკვეთების სახეობები

საიტის სხვადასხვა სტატიებში ხშირად შეხვდებით ტერმინს - საპროცენტო განაკვეთი და მის გავლენას სავალუტო კურსებზე.

სტატიაში განვიხილავთ, თუ რას გულისხმობენ, როცა საუბრობენ საპროცენტო განაკვეთის შესახებ, რა სასარგებლო ინფორმაციის მიღება შეიძლება ამ ცნებისაგან და რა როლს თამაშობს იგი სავალუტო კოტირებების პროგნოზირების პროცესში.

სტატიის თემა უშუალო კავშირშია სასესხო კაპიტალთან, კრედიტორებთან და დებიტორებთან. კრედიტორი - არის სუბიექტი, რომელიც იძლევა სესხს, დებიტორი არის სუბიეტი, რომელიც იღებს სესხს, სასესხო კაპიტალი - არის თანხა, რომლითაც ზემოთხსენებული ორი სუბიეტი ახორციელებს ოპერაციებს. ინვესტიციების სამყაროში არავინ იძლევა სეხს უფასოდ. კრედიტორები სარგებელს იღებენ გაცემული კრედიტების პროცენტებისგან, რომლებსაც დებიტორები იხდიან კრედიტის სარგებლობისთვის. ალბათ ეს სქემა ნაცნობია იმათთვის, ვისაც ერთხელ მაინც უსარგებლია საბანკო სესხით. სინამდვილეში არსებობს პროცენტების დარიცხვის სხვადასხვა მიდგომა, რის გამოც საკრედიტო განაკვეთებს სხვადასხვა სახელი.ეწოდებათ.

საპროცენტო განაკვეთი (Interest Rate) – ეს არის პროცენტებში გამოხატული საფასური კრედიტისთვის - ერთი წლის განმავლობაში. პროცენტი გადაიხდება ნასესხები კაპიტალის გადახდის/დაბრუნების მომენტში. თუ, ერთი წლის პერიოდით ავიღებთ 100 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხს წლიური 8%-იანი საპროცენტო განაკვეთით, მაშინ ანგარიშზე, ან ხელზე ავიღებთ სრულ 100 000 აშშ დოლარს, ხოლო სასესხო ვადის ამოწურვის შემდეგ უნდა დავაბრუნოთ სესხი ($100 000) + პროცენტი ($8 000), სულ $108 000.

დისკონტური განაკვეთი (Discount Rate) – ეს არის პროცენტებში გამოხატული საფასური კრედიტისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში კრედიტის რაოდენობა მცირდება კრედიტის პროცენტის რაოდენობით. თუ, ერთი წლის პერიოდით ავიღებთ 100 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხს წლიური 8%-იანი დისკონტური საპროცენტო განაკვეთით, მაშინ ანგარიშზე, ან ხელზე ავიღებთ სრულ 92 000 აშშ დოლარს, ხოლო სასესხო ვადის ამოწურვის შემდეგ უნდა დავაბრუნოთ $100 000.

თუ ზემოთხსენებულ ორ საპროცენტო განაკვეთს ერთმანეთს შევადარებთ, მაშინ ერთნაირი ზომის განაკვეთების შემთხვევაში, დებიტორისთვის უფრო ხელსაყრელია საპროცენტო განაკვეთიანი სესხი, ვიდრე დისკონტური განაკვეთის სესხი, ხოლო კრედიტორისთვის შესაბამისად პირიქით. ჩვენ შემთხვევაში, 8 %-იანი დისკონტური განაკვეთი, დაახლოვებით 8.7%-იანი საპროცენტო განაკვეთის ანალოგიურია.

ყოველივე ზემოთხსენებულს, უშუალო და პირდაპირი კავშირი აქვს ფორექსის სავალუტო ბაზართან. ქვეყნებში სადაც ორდონიანი საბანკო სისტემაა, ანუ სადაც კომერციული ბანკები ექვემდებარებიან ცენტრალური ბანკების კონტროლს, მოქმედებს საპროცენტო განაკვეთები, რომელიც სახელმწიფოს მონეტარული პოლიტიკის ფუნდამენტს წარმოადგენს. ცენტრალური ბანკები, ამ განაკვეთების მიხედვით აკრედიტებენ კომერციულ ბანკებს, რაც თავის მხრივ ქვეყანაში ფულის ნაკადის უზრუნველყოფის საფუძველია.

განაკვეთების საფუძველს წარმოადგენს რეფინანსირების განაკვეთი (Official Discount Rate, ODR) - ოფიციალური/ძირითადი დისკონტური განაკვეთი, რომლის მიხედვითაც ცენრალური ბანკები გასცემენ სესხს კომერციულ ბანკებზე. რაც უფრო მეტია ეს განაკვეთი, მით უფრო დიდია უცხოური ინვესტორების ინტერესი. ვინაიდან მაღალი საპროცენტო განაკვეთი საშუალებას აძლევს ბანკებს გაზარდონ სადეპოზიტო პროცენტები, რის გამოც უფრო მომგებიანი ხდება თავისუფალი სახსრების დეპოზიტებში ინვესტირება. მაგრამ მეორეს მხრივ - მაღალი რეფინანსირების განაკვეთი ნიშნავს იმას, რომ ამ შემთხვევაში ქვეყანაში კრედიტებზეც მაღალი საპროცენტო განაკვეთები იქნება, რის გამოც ზარლდება მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების პროცესი. ასეთმა ვითარებამ შესაძლებელია გამოიწვიოს უმუშევრობის ზრდა და თავისუფალი ფულის სახსრების მიმოქცევის/ბრუნვის შეზღუდვა - დეფლიაცია. ანუ, მაღალი რეფინანსირების განაკვეთი ან მისი ზრდა, ერთის მხრივ, ფორექსის ბაზარზე ინვესტორების მხრიდან, ნაციონალურ ვალუტაზე მოთხოვნის ზრდის გამო იწვევს, მისი კურსის ზრდას, თუმცა მეორეს მხრივ ძალიან ნეგატიურად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე და ზრდის უმუშევრობის დონეს. დაბალი საპროცენტო განაკვეთს, ან მის კლებას აქვს საპირისპირო ეფექტი - უცხოელი ინვესტორები ანაღდებენ დეპოზიტს და განაღდებულ ვალუტას ჰყიდიან ფორექსზე, რის შედეგადაც ვალუტის კურსი ეცემა. მაგრამ, ამავე დროს საბანკო კრედიტების დაბალი საპროცენტო განაკვეთი იწვევს მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირებას, უმუშევრობის შემცირებას და მიმოქცევაში არსებული თავისუფალი ფულის მასის ზრდას - ინფლაციას. როგორც ვხედავთ, რეფინანსირების განაკვეთი არის ეკონომიკის რეგულირების საკვანძო მექანიზმი და შესაბამისად ცენტრალური ბანკები აქტიურად მანიპულირებენ ამ მექანიზმით, აღწერილი მიზნების განხორციელებისთვის. სახელმწიფოს მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკიდან გამომდინარე, რეფინანსირების განაკვეთი შესაძლებელია თვეში რამდენჯერმე შეიცვალოს, ან საერთოდ უცვლელი დარჩეს რამდენიმე წლის განმავლობაში.

რეფინანსირების განაკვეთის გარდა არსებობს სხვა სახის განაკვეთებიც. რეპო განაკვეთი (Repo Rate) - შეთანხმება გაყიდვისა და ყიდვის შესახებ. ასეთი განაკვეთი გამოიყენება ცენტრალური ბანკების მიერ, კომერციულ ბანკებისგან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებისგან სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებების შესყიდვის (აღრიცხვის) ოპერაციების განხორციელების დროს. ასეთი განაკვეთების მეშვეობით ცენტრალური ბანკები ახორციელებენ სასესხო კაპიტალების რეგულირებას.

სალომბარდო განაკვეთი (Lombard Rate) – არის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც გამოიყენება ცენტრალური ბანკების მიერ, კომერციული ბანკებისათვის სესხის გაცმისას, უძრავი ქონებით, ან ოქრო-სავალუტო რეზერვებით უზრუნველყოფის პირობით.

კომერციულ ბანკებს, საკუთარი თავისუფალი ფულადი სახსრების გამოყენებით, რომლებიც ცენტრალური ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშებზეა, შეუძლიათ ერთმანეთის დაკრედიტება მცირე პერიოდით. ასეთ შემთხვევებში ფიგურირებს ფედერალური ფონდის განაკვეთი (Federal Funds Rate), რომელსაც ზოგჯერ სარეზერვო ფონდის განაკვეთსაც უწოდებენ (Federal Reserve Rate). სახელწოდება მომდინარეობს ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკის სახელწოდებისაგან - ფედერალური სარეზერვო სისტემა (US Federal Reserve, UFR).

გარდა ამისა, კომერციულ ბანკთაშორის ურთიერთობებში არსებობენ სხვა სახის საპროცენტო განაკვეთებიც. ისინი კლასიფიცირდება, როგორც ფულადი სახსრების განთავსების ბანკთაშორისი განაკვეთი (InterBank Offered Rate) და ფულადი სახსრების მოზიდვის ბანკთაშორისი განაკვეთი (InterBank Bid Rate). აგრეთვე მიღებულია იმ საფინანსო ცენტრის მითითებაც, რომლის მიმართაც გამოიყენება მოცემული განაკვეთები. ყველაზე პოპულარული განაკვეთი, რომელიც ფორექსის ბაზრის მონაწილეების მხრიდან აღიარებულია, არის ფულადი სახსრების განთავსების ლონდონის ბანკთაშორისი განაკვეთი (London InterBank Offered Rate, LIBOR).

საპროცენტო განაკვეთების ნაირსახეობების მიუხედავად, მათ შორის უმთვრესი არის რეფინანსირების განაკვეთი. სწორედ მის ცვლილებაზე, პირველ რიგში რეაგირებს ფორექსის სავალუტო ბაზარი. სხვადასხვა ქვეყანაში ამ განაკვეთს სხვადასხვანაირი სახელწოდება აქვს, მაგრამ არსი ყველგან ერთი და იგივეა. ფორექსზე ვაჭრობისას, ღია პოზიციების დროს, ყოველთვის თვალყური ადევნეთ ფინანსურ სიახლეებს, რათა არ გამოგრჩეთ საპროცენტო განაკვეთების ცვლილება იმ ქვეყნებში, რომელთა ნაციონალური ვალუტის გამოყენებითაც ვაჭრობთ ბაზარზე.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტანდარტული ინდიკატორები (Meta Trader 4 / 5)

კლასიკური ბირჟა

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top