ინდიკატორი - იშიმოკუ კინკო ჰაიო (Ichimoku Kinko Hyo): სავაჭრო სიგნალები

წინა სტატიაში ვრცლად განვიხილეთ იშიმოკუს ინდიკატორის აგების პრინციპები. ამ სტატიაში განვიხილავთ სავაჭრო სიგნალებს, რომლებიც გენერირდება იშიმოკუს ინდიკატორის ხაზების მიერ და მათ საკვანძო თავისაბურებებს.

იშიმოკუს ინდიკატორის ყველა სიგნალი შესაძლებელია დავყოთ სამ დიდ ჯგუფად:

  • ინდიკატორის ხაზების Tenkan, Kijun და Senkou Span ერთმანეთთან გადაკვეთა;
  • ფასის მიერ ინდიკატორის ხაზის გადაკვეთა ან მისგან ასხლეტა;
  • Chinkou Span ხაზის მიერ ფასის გრაფიკის გადაკვეთა ან მისგან ასხლეტა (ინდიკატორის ავტორის მიერ ეს მეთოდი არ განიხილება, თუმცა პრაქტიკაში კარგ სიგნალებს იძლევა).

პირველ სიგნალს, რომელსაც განვიხილავთ არის Tenkan და Kijun ხაზების გადაკვეთა. თუ Tenkan ხაზი გადაკვეთს Kijun ხაზს ზემოდან ქვემოთ - მაშასადამე გენერირდება გაყიდვის სიგნალი, რომელსაც "მკვდარი ჯვარი" ჰქვია. თუ Tenkan ხაზი გადაკვეთს Kijun ხაზს ქვემოდან ზემოთ - მაშასადამე გენერირდება ყიდვის სიგნალი, რომელსაც "ოქროს ჯვარი" ჰქვია. ინდიკატორის ავტორის აზრით, ყიდვისთვის უფრო უტყუარი სიგნალია, როდესაც ფასთა გრაფიკი იმყოფება Senkou Span ხაზების მიერ წარმოქმნილი ღრუბლის ქვედა საზღვის მახლობლად. შესაბამისად, გაყიდვისთვის უფრო უტყუარი სიგნალია, როდესაც ფასთა გრაფიკი იმყოფება Senkou Span ხაზების მიერ წარმოქმნილი ღრუბლის ზედა საზღვრის მახლობლად.

ქვემოთ მოყვანილ ორ სურათზე ნაჩვენებია Tenkan და Kijun ხაზების გადაკვეთის სიგნალის ორი მაგალითი - პირველ შემთხვევაში დადასტურებული ღრუბლის მიერ, ხოლო მეორე შემთხვევაში არ დადასტურებული ღრუბლის მიერ.

ინდიკატორი - იშიმოკუ კინკო ჰაიო სავაჭრო სიგნალები

ინდიკატორი - იშიმოკუ კინკო ჰაიო სავაჭრო სიგნალები

იშიმოკუს ინდიკატორის მეორე სიგნალი, რომელსაც განვიხილავთ, არის Senkou Span A და Senkou Span B ხაზების გადაკვეთა. იაპონურიდან სიტყვასიტყვით თარგმანში ხაზებს ჰქვია - "ცხენები, რომლებიც ეტლის წინ მიჰქრიან". წერტილი, რომელიც A და B ხაზების ზემოდან ქვემოთ გადაკვეთის შედეგად წარმოიქმნება, არის გრძელვადიანი აღმავალი ტრენდის შემობრუნების და ტენდენციის დაღმავალი ტრენდით ცვლილების ალბათობის (მინიმუმ კორექციის) სიგნალიზატორი. გაყიდვის პოზიციების გახსნისათვის წერტილები უნდა ვეძიოთ ხაზების გადაკვეთისთანავე, ან გადაკვეთის შემდგომ უახლოეს პერიოდში, მას მერე რაც აღნიშნული სიგნალი დადასტურდება იშიმოკუს ინდიკატორის სხვა ხაზების მიერ, დამადასტურებელი სიგნალების წარმოქმნისას. A და B ხაზების გადაკვეთა ქვემოდან ზემოთ, გრძელვადიან პესპექტივაში მიუთითებს აღმავალი ტრენდის წარმოქმნის ალბათობაზე, ამიტომ უნდა ვეძიოთ შესაძლებლობები გრძელი (ყიდვის) პოზიციების გახსნისათვის. სურათზე ნაჩვენებია Senkou Span ხაზების მიერ გადაკვეთით მიღებული სიგნალი. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ორივე ხაზი ჩოჩდება იშიმოკუს ინდიკატორის მეორე პარამეტრის მაჩვენებლით (საწყისი პარამეტრი: 26), ამიტომ გრაფიკს, დროის თვალსაზრისით, წინ უსწრებენ.

ინდიკატორი - იშიმოკუ კინკო ჰაიო სავაჭრო სიგნალები

შემდეგი სიგნალი, რომელსაც განვიხილავთ არის - ფასის გრაფიკის ასხლეტა Tenkan ხაზისგან. თვით Tenkan ხაზი არის მოკლევადიანი ტრენდის მრუდი - თუ იგი ზემოთკენ მიიწევს, მაშინ მოკლევადიანი ტრენდი არის დაღმავალი. ფასის გრაფიკის ასხლეტა Tenkan ხაზისგან მიუთითებს კორექციული მოძრაობის დასრულებაზე და არსებული მოკლევადიანი ტრენდული ტენდენციის გაგრძელებაზე. სწორედ ამ მიმართულებით უნდა გაიხსნას პოზიციაც. მაგრამ Tenkan ხაზის აგების პერიოდი შედარებით მცირეა (საწყისი/რეკომენდებული პარამეტრით: 9), ამიტომ, ასეთი ინტერპრეტაციით იგი იძლევა ბევრ მცდარ სიგნალს, ვინაიდან ძალიან ახლოს იმყოფება ფასის გრაფიკთან. ამიტომ, ინდიკატორის ავტორი ჰოსიდო იძლევა რეკომენდაციას, რომ სიგნალების დადასტურება მიღებული იქნას სანთლური ანალიზის ფიგურებით, ან ჰაგის გრაფიკზე (ჯვარი-ნოლების გრაფიკის ერთგვარი ანალოგია). ზემოთ თქმული, უფრო საფონდო ბაზრისათვისაა მართებული, ვინაიდან საფონდო ბირჟაზე დღიურ სანთელს უფრო მეტი ფსიქოლოგიური დატვირთვა გააჩნია (საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის გახსნა და დახურვა ფიქსირებულია). სიგნალების დადასტურება შესაძლებელია ვეძებოთ იშიმოკუს ინდიკატპრის სხვა ხაზების მეშვეობითაც, ან ტექნიკური ანალიზის სხვა მეთოდების გამოყენებით. ფასის გრაფიკის ასხლეტა Tenkan ხაზისგან ნაჩვენებია ქვემოთა სურათზე.

ინდიკატორი - იშიმოკუ კინკო ჰაიო სავაჭრო სიგნალები

ანალოგიურად განიხილება ფასის გრაფიკის Kijun ხაზთან ასხლეტის სიგნალიც, იმ განსხვავებით, რომ ეს ხაზი საშუალოვადიანი ტრენდის გამომხატველია. ამიტომ იძლევა ნაკლებ მცდარ სიგნალებს, ხოლო ხაზისგან ასხლეტა, მაღალი ალბათობით მიუთითებს, კორექციული მორაობის შემდეგ, ძირითადი საშუალოვადიანი ტენდენციის გაგრძელებაზე. პოზიცია უნდა გაიხსნა ასხლეტის მიმართულებით, სასურველია, რომ სიგნალი დადასტურდეს ტექნიკური ანალიზის სხვა ინდიკატორების მეშვეობითაც. ფასის გრაფიკის ასხლეტა Kijun ხაზისგან ნაჩვენებია ქვემოთ სურათზე.

ინდიკატორი - იშიმოკუ კინკო ჰაიო სავაჭრო სიგნალები

შემდეგი, არანაკლებ მნიშვნელოვანი სიგნალია ფასის გრაფიკის ასხლეტა Senkou Span ხაზებისგან, რომლებიც ღრუბლებს ქმნიან. ფასის გრაფიკის ასხლეტა Senkou Span B ხაზისგან, რომელიც შედარებით გრძელვადიანი ტრენდის გამომხატველია, არის უფრო მყარი სიგნალი, ვიდრე ფასის ასხლეტა Senkou Span A ხაზისგან. თუმცა პრაქტიკიდან ჩანს, რომ ხშირ შემთხვევაში ორივე ხაზი იძლევა კარგ სიგნალებს. პოზიცია უნდა გაიხსნას ასხლეტის მიმართულებით, როდესაც ტენდენცია დადასტურებულია სხვა ტექნიკური ინდიკატორების, გრაფიკული ანალიზის ფიგურების, ან სხვა პოპულარული ინსტრუმენტების მეშვეობითაც. ფასის გრაფიკის ასხლეტა Senkou Span A ხაზისგან ნაჩვენებია ქვემოთ სურათზე.

ინდიკატორი - იშიმოკუ კინკო ჰაიო სავაჭრო სიგნალები

ინდიკატორის ავტორი თავის თეორიაში იყენებს, ისეთ ცნებას, როგორიცაა "სამი ხაზის სიგნალი". ამავდროულად განიხილება ისეთი საბაზრო სურათი, რომლის დროსაც Tenkan, Kijun და Senkou Span B ხაზები დალაგდებიან იერარქიის მიხედვით (თანამიმდევრობით). ასეთ სიტუაციაში ფასის გრაფიკის ასხლეტა ამ ხაზებისგან არის საკმაოდ მყარი სიგნალი სავაჭრო პოზიციის გახსნისათვის ასხლეტის მიმართულებით, ხოლო რამდენიმე ხაზის თანამიმდევრობით გარღვევა, ტრენდის შემობრუნების შესაძლებლობაზე მიუთითებს. "სამი ხაზის სიგნალი"-ს მაგალითი წარმოდგენილია სურათზე.

ინდიკატორი - იშიმოკუ კინკო ჰაიო სავაჭრო სიგნალები

ხანგრძლივპერიოდიანი ტრენდის შემობრუნების საკმაოდ მყარ სიგნალს წარმოადგენს ფასის გრაფიკის მიერ Senkou Span B ხაზის გადაკვეთა. ვინაიდან ღრუბელი, რომელიც წარმოქმნილია Senkou Span ხაზებისგან, აგების პროცესში იჩოჩებს მარჯვნივ, იშიმოკუს ინდიკატორის მეორე პარამეტრის სიდიდით (საწყისი პარამეტრი: 26). ტრენდის შემობრუნების დადასტურება შესაძლებელია წინმსწრებად, ღრუბლის ფერისა და ფორმის ანალიზის საფუძველზე (მომდევნო 26 ბარის მიხედვით), ფასის მიერ Senkou Span B ხაზის გადაკვეთის მომენტში. სიგნალის მიღების შემდეგ პოზიცია იხსნება ფასის მიერ ინდიკატორის ხაზის გარღვევის მიმართულებით. სურათზე წარმოდგენილია ყიდვისა და გაყიდვის მაგალითი, რომელიც მიღებულია ფასის გრაფიკის მიერ, Senkou Span B ხაზის გადაკვეთის შედეგად.

ინდიკატორი - იშიმოკუ კინკო ჰაიო სავაჭრო სიგნალები

მოკლევადიანი, ან გრძელვადიანი ტრენდის შესაძლო ჩამოყალიბების სიგნალიზატორად შესაძლებელია მოგვევლინოს, ფასის მიერ Tenkan და Kijun ხაზების გარღვევა. პოზიცია იხსნება გარღვევის მიმართულებით, Kijun ხაზის გარღვევის შემდეგ. ამ დროს სასურველია დადასტურება ვეძებოთ ტექანალიზის სხვა ინდიკატორებშიც, ან გრაფიკული ანალიზის გამოყენებით. ფასის მიერ Tenkan და Kijun ხაზების თანამიმდევრობითი გარღვევა წარმოდგენილია სურათზე.

ინდიკატორი - იშიმოკუ კინკო ჰაიო სავაჭრო სიგნალები

კიდევ ერთი სიგნალი, რომელსაც იშიმოკუს ინდიკატორისგან ვიღებთ, არის Chinkou Span ხაზის მიერ ფასის გრაფიკის გადაკვეთა. თუ Chinkou Span ხაზი გრაფიკს კვეთს ქვემოდან ზემოთ, მაშინ გენერირდება ყიდვის სიგნალი, თუ Chinkou Span ხაზი ფასის გრაფიკს კვეთს ზემოდან ქვემოთ, მაშინ ფიქსირდება გაყიდვის სიგნალი. უნდა აღინიშნოს, რომ Chinkou Span ხაზი, ფასის გრაფიკთან მიმართებაში მიჩოჩებულია მარცხნივ (ფაქტიურად, ფასის გრაფიკთან მიმართებაში აგვიანებს) იშიმოკუს ინდიკატორის მეორე პარამეტრის სიდიდით (საწყისი პარამეტრი: 26). ამიტომ, სავაჭრო პოზიციის გახსნის სიგნალს ვიღებთ, თითქოს ვაანალიზებდეთ ხაზის მოძრაობას წარსულში (26 ბარის უკან). ანუ, სიგნალს ვიღებთ ბარზე, რომლისთვისაც Chinkou Span ხაზი ჯერ არ არის აგებული. Chinkou Span ხაზისგან სიგნალის მიღების ასეთი მიდგომა ნაჩვენებია სურათზე.

ინდიკატორი - იშიმოკუ კინკო ჰაიო სავაჭრო სიგნალები

დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ იშიმოკუს ინდიკატორი თავდაპირველად შემუშავებული იყო იაპონური საფონდო ბაზრის ინდექსის Nikkei 225 კვირის გრაფიკების ანალიზისთვის, ამიტომ იგი დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებოდა მხოლოდ იმ ინვესტორების მიერ, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ გრძელვადიან ინვესტიციებში. ფორექსის პოპულარობის ზრდასთან ერთად, სავალუტო კოტორებების ანალიზისათვის, იშიმოკუს ინდიკატორის გამოყენების მცდელობები იყო. მაგრამ ამ გზაზე ანალიტიკოსებს ელოდა რიგი სირთულეები. პირველ რიგში ის რომ, ტრეიდერების უმრავლესობა ვაჭრობაში იყენებენ საათობრივ და დღიურ გრაფიკებს, რათა მიიღონ სიგნალების ნორმალური რაოდენობა. ასეთ პირობებში საწყისი პარამეტრების მნიშვნელობები კი, კარგავენ ეკონომიკურ აზრს, რადგან უკვე ვეღარ გამოხატავენ საბაზრო პროცესების განვითარების ციკლურობას. ამიტომ ფორექსზე იშიმოკუს ინდიკატორის ეფექტურად გამოყენებისათვის აუცილებელია პარამეტრების შესაბამისად მორგება, რომელსაც ყველა ტრეიდერი თავისებურად ახორციელებს. გარდა ამისა, იშიმოკუს ინდიკატორის მუშაობის პრინციპების ცოდნა, შესაძლებელია საკუთარი სავაჭრო სტრატეგიის შექმნის ამოსავალი წერტილი გახდეს.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტანდარტული ინდიკატორები (Meta Trader 4 / 5)

კლასიკური ბირჟა

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top