ინდიკატორი - იშიმოკუ კინკო ჰაიო (Ichimoku Kinko Hyo): აგების პრინციპი

სტატიაში საუბარი გვექნება, საფინანსო ბაზრების ტექნიკური ანალიზის ერთ-ერთ ყველაზე ეგზოტიკური ინდიკატორის - იშიმოკუ კინკო ჰაიო-ს შესახებ (Ichimoku Kinko Hyo).

ინდიკატორი შექმნილია იაპონელი ტრეიდერის და ანალიტიკოსის ჰოსოდო-ს მიერ, რომელიც სხვადასხვა სტატიების გამოქვეყნებისას სარგებლობდა ფსევდონიმით სანჯინ იშიმოკუ, ეს სახელი შემდგომში ეწოდა თვით ინდიკატორსაც. ინტიკატორი სტანდარტულ კომპლექტში მოჰყვება, ფინანსური ბაზრების, მათ შორის ფორექსის, პრაქტიკულად ყველა ტიპის ტრეიდინგ პროგრამას - სავაჭრო ტერმინალს.

თავდაპირველად ინდიკატორი შეიქმნა იაპონური ინდექსის Nikkei 225-ის ანალიზისთვის და სახელი გაითქვა საკმაოდ საიმედო სიგნალების წყალობით, რომლებსაც იგი იძლევა. შემდგომში იყო მცდელობა, რათა მომხდარიყო ინდიკატორის ადაპტირება სხვა აქტივების, მათ შორის, ფორექსის ბაზარზე სავალუტო წყვილების ფასების მოძრაობის ანალიზისთვის. სტატისტიკური მონაცემებით, რომლებიც ჩატარებული იქნა მთელი რიგი ანალიტიკოსების მიერ, იშიმოკუს ინდიკატორის ეფექტურობა დადასტურდა, მაგრამ, სავაჭრო პოზიციის გახსნისას გადაწყვეტილების მიღების პროცესში მის გამოყენებას ფრთხილად უნდა მივუდგეთ.

კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ იმას, რომ იშიმოკუს ინდიკატორი შემუშავებული იქნა იაპონური საფონდო ბირჟის ინდექსის Nikkei 225-ს კვირის გრაფიკების ანალიზისთვის. მისი საწყისი პარამეტრების (9, 26 და 52, რომელთა შესახებაც საუბარი ქვემოთ გვექნება) გამოყენებას აზრი აქვს მხოლოდ კვირის გრაფიკებთან მიმართებაში. ასეთი პარამეტრები გამოხატავენ საბაზრო აქტიურობის ციკლებს, რომლებსაც მოიცავს ბაზრის მოძრაობა. 52 ასახავს წელიწადში კვირების რაოდენობას (ძირითად საბაზრო ციკლში), პარამეტრი 26 - ასახავს კვირების რაოდენობას ნახევარ წელიწადში. ტრეიდერების უმრავლესობა ვაჭრობისას გამოიყენებენ დღიურ და საათობრივ გრაფიკებს, ამიტომ იშიმოკუს ინდიკატორი ისე უნდა იყოს დარეგულირებული, რომ მის პარამეტრებს გააჩნდეს, ბაზარზე მიმდინარე ციკლური პროცესებთან მიმართებაში, გარკვეული ეკონომიკური აზრი. იშიმოკუ თავის ნაშრომებში არ გვაძლევს რჩევებს თავისი ინდიკატორის პარამეტრების შესახებ ინდიკატორის დაბალ პერიოდიან გრაფიკებზე დატანის შემთხვევაში, ამიტომ ეს პროცესი მთლიანად ტრეიდერების ექპერიმენტალურ ძიებაზეა დამოკიდებული და ყველა მათგანი პოულობს საკუთარ ოპტიმალურ მაჩვენებელს.

მაშ ასე, იშიმოკუს ინდიკატორი წარმოადგენს ხუთ ფერად ზოლს, რომლებიც დაიტანება ფასთა გრაფიკზე. ოთხი ზოლის აგების საფუძვლია გარკვეული ფასური დიაპაზონის შუალედი, რაც მათ, თავისი არსით ერთგვარად მცოცავ საშუალოსთან აახლოვებს და ანიჭებს მსგავს თვისებებს (ისევ ეს მცოცავი საშუალო - ნამდვილად ძალიან უნიკალური ინდიკატორია). კერძოდ, იშიმოკუს ამ ზოლების, ისე როგორც მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის მრუდების ინტერპრეტაციაა შესაძლებელია. მაგრამ პირდაპირი გაგებით იშიმოკუს ინდიკატორის ზოლები მცოცავ საშუალოს არ წარმოადგენენ. ქვემოთ ჩვენ უფრო ვრცლად განვიხილავთ თითოეული ზოლის აგების თავისებურებებს და ბევრი კითხვაც მოიხსნება, რომელიც ამ მომენტში უჩნდება მკითხველს. დასაწყისისთვის, მიაქციეთ ყურადღება ქვემოთ წარმოდგენილ სურათს. იშიმოკუს ინდიკატორი აგებულია დღიურ გრაფიკზე სტანდარტული პარამეტრებით (9, 26 და 52), თუმცა კლასიკური თვალსაზრისით ინდიკატორი უნდა აიგოს კვირის გრაფიკზე.

ინდიკატორი - იშიმოკუ კინკო ჰაიო (Ichimoku Kinko Hyo): აგების პრინციპი

ერთი შეხედვით იშიმოკუს ინდიკატორი გადატვირთულია ხაზებით, და საქმეში ჩაუხედავი ადამიანისთვის მისი აღქმა სირთულეს წარმოადგენს. ინდიკატორი შედგება ხუთი ზოლისგან (ხაზისგან, მრუდისგან). თითოეულ მათგანს აქვს თავისი სახელწოდება და ინტერპრეტაცია. განვიხილოთ თითოეული მათგანი ცაკლკე და აგების შესაბამისი ალგორითმის მიხედვით.

Tenkan – არის ტრენდის მოკლე ხაზი და წარმოადგენს ფასური დიაპაზონის საშუალო მაჩვენებელს, რომელიც განისაზღვრება ინდიკატორის პირველი პარამეტრით (ავტორის მიერ რეკომენდებულია პარამეტრი 9). ქვემოთ სურათზე წარმოდგენილია Tenkan ხაზის აგების პრინციპი.

Tenkan sen

ყოველი ახლად ფორმირებული სანთლისთვის განისაზღვრება ფასური დაპაზონი, რომელიც შექმნილია უკანასკნელი 9 სანთლის მიერ, მიმდინარე სანთლის ჩათვლით. ამ დიაპაზონის შუალედი (განისაზღვრება სანთლის მინიმალური მინიმუმით და სანთლის მაქსიმალური მაქსიმუმით) წარმოადგენს Tenkan მრუდის წეტილს, რომელიც შეესაბამება ახალ სანთელს. მოცემული ხაზი წარმოადგენს ტრენდის მიმართულების ერთგვარ მაჩვენებელს - რაც უფრო ციცაბოა მრუდის დახრილობა, მით უფრო გამოხატულია ტრენდი. თუ შევადარებთ მცოცავ საშუალოს, მაშინ დავინახავთ, რომ Tenkan-ის მრუდი პერიოდით 9, და მცოცავი საშუალო პერიოდით 9, ერთი და იგივე არ არის. საფუძვლად მიიღება არა ფასების საშუალო არითმეტიკული, არამედ ფასური დიაპაზონის მაქსიმუმი და მინიმუმი. ასეთი წყობის დროს ინდიკატორის მრუდის დაგვიანება მინიმალურია, ვინაიდან ერთ სანთელსაც კი შეუძლია მოახდინოს ძირეული გავლენა დიაპაზონზე, რომელიც უკვე შექმნილია გვერდით მყოფი, უკანა სანთლების მიერ.

Tenkan მრუდის ანალოგიურად აიგება ინდიკატორი იშიმოკუს მეორე - Kijun ხაზიც. განსხვავება მხოლოდ განხილული დიაპაზონის პერიოდში მდგომარეობს - Kijun მრუდისთვის გამოიყენება ინდიკატორის მეორე პარამეტრი (ავტორის მიერ რეკომენდებულია მაჩვენებელი 26). Kijun ხაზის აგების პრინციპი წარმოდგენილია ქვემოთ სურათზე:

Kijun sen

მიჩნეულია, რომ დიდი პერიოდის გამო Kijun ხაზი (Tenkan ხაზის პერიოდთან შედარებით), ასახავს გრძელვადიან ფასურ ტენდენციას. ორივე ხაზი წარმოადგენს იშიმოკუს ინდიკატორის მესამე ხაზის აგების საფუძველს. ხაზი Senkou Span A არის Tenkan და Kijun მრუდების საშუალო არითმეტიკული მაჩვენებელი, მარჯვნივ გადანაცვლებით (წინსწრებით) სანთლების იმ რაოდენობით, რომელიც მინიჭებული აქვს იშიმოკუს ინდიკატორის მეორე პარამეტრს (26 სანთელი). Senkou Span A აგების მაგალითი წარმოდგენილია ქვემოთ სურათზე:

Senkou Span A

Senkou Span B არის ინდიკატორის მეოთხე ხაზი და წარმოადგენს ფასური დიაპაზონის შუალედს, რომელსაც მინიჭებული აქვს ინდიკატორის მესამე პარამეტრი (52), მარჯვნივ გადანაცვლებით (წინსწრებით) სანთლების იმ რაოდენობით, რომელიც მინიჭებული აქვს იშიმოკუს ინდიკატორის მეორე პარამეტრს (მაჩვენებელი 26). Senkou Span B ხაზის აგების პრინციპი წარმოდგენილია სურათზე:

Senkou Span B

მიაქციეთ ყურადღება, რომ Senkou Span-ის ორივე ხაზი 26 სანთლით წინ უსწრებს გრაფიკს (იშიმოკუს ინდიკატორის მეორე პარამეტრი). გარდა ამისა ეს მრუდები ქმნიან ფორმაციას, რომელსაც ღრუბელს უწოდებენ. ფორმაცია შეფერადებულია იმავე ფერით რა ფერიც გააჩნია ზემოთ მყოფ ხაზს. იშიმოკუს ინდიკატორის ღრუბელი წარმოდგენილია სურათზე.

Senkou Span A; Senkou Span B

იშიმოკუს ინდიკატორის მეხუთე და ბოლო მრუდს ეწოდება Chinkou Span ხაზი. მისი აგებულება ძირფესვიანად განსხვავდება ზემოთ აღწერილი ხაზების აგებულებისაგან და საკმაოდ მარტივია აღქმისათვის - ყოველი სანთლის დახურვის ფასი წაინაცვლებს მარცხნივ (ჩამოჩება) სანთლების იმ რაოდენობით, რომელიც განსაზღვრულია ინდიკატორის მეორე პარამეტრით (ავტორის რეკომენდაციით 26). Chinkou Span ხაზის აგების პრინციპი წარმოდგენილია სურათზე.

Chinkou Span

იშიმოკუს ინდიკატორის ზემოთ აღწერილი ხაზები წარმოადგენენ სავაჭრო სიგნალების მიღების გენერატორს (წყაროს). აგების პრინციპებიდან გამომდინარე, პირველი ოთხი ხაზი მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის საკმაოდ კარგ მრუდებს წარმოადგენენ. ინდიკატორის ავტორის თეორიის თანახმად, ტრეიდერმა უნდა იმუშაოს, ფასის მიერ ამ მრუდებიდან ასხლეტაზე ან მათ გარღვევაზე - პოზიციის გახსნით ან ასხლეტის ან გარღვევის მიმართულებით. გარდა ამისა, კარგი სიგნალის მოცემა შეუძლია მრუდების გადაკვეთასაც. ინდიკატორის მეხუთე ხაზი პრინციპულად განსხვავდება დანარჩენი ოთხისაგან და იძლევა სიგნალს ფასთა გრაფიკის გადაკვეთის მომენტში (ან ფასთა გრაფიკისგან ასხლეტის მომენტში, თუმცა ამ საკითხს ინდიკატორის ავტორი თავის თეორიაში არ განიხილავს). ინდიკატორის სავაჭრო სიგნალები უფრო დაწვრილებით განხილული იქნება მომდევნო სტატიაში.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტანდარტული ინდიკატორები (Meta Trader 4 / 5)

კლასიკური ბირჟა

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top