შეწონილი მცოცავი საშუალო (Weighted Moving Average)

მარტივვ მცოცავ საშუალოს აქვს ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი - მისი გამოთვლისას განვლილი სავაჭრო პერიოდების ყველა ფასს გააჩნია იგივე წონა, რაც მიმდინარე პერიოდის ფასს. ამას მივყავართ იქამდე, რომ მარტივი მცოცავი საშუალოს მრუდი დიდი პერიოდების გრაფიკებზე, ანუ მაღალი კოეფიცენტის დროს აგვიანებს, ვიდრე ფასთა გრაფიკი.

ამის გამო სავაჭრო სიგნალებიც აგვიანებენ, რადგან ტრენდის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე გასულია. ასეთი ვითარების თავიდან აცილება შესაძლებელია იმით, რომ თითოეულ სავაჭრო პერიოდისთვის მცოცავ საშუალოს მივანიჭოთ შესაბამისი წონა, იმისდა მიხედვით, თუ რამდენად ჩამორჩება არჩეული სავაჭრო პერიოდი მიმდინარე პერიოდს. ანუ ყველაზე მეტი წონა უნდა მიენიჭოს მიმდინარე სავაჭრო პერიოდის ფასს, ცოტა ნაკლები წონა უნდა მიენიჭოს უკანა სავაჭრო პერიოდის ფასს და ა.შ. ასეთი მიდგომა რეალიზებულია შეწონილ მცოცავი საშუალოს ტექნიკურ ინდიკატორში (Weighted Moving Average, WMA).

სურათზე შეწონილი მცოცავი საშუალოს და მარტივი მცოცავი საშუალოს მრუდებია გამოსახული. ორივეს კოეფიცენტი უდრის 30-ს. სურათზე ნათლად ჩანს, რომ შეწონილი მცოცავი საშუალოს მრუდი უფრო კარგად აპროქსიმირებს გრაფიკს.

შეწონილი მცოცავი საშუალო (Weighted Moving Average)

შეწონილი მცოცავი საშუალოს გამოთვლის მათემატიკურ ფორმულა დაგლუვების n კოეფიცენტისათვის გამოისახება შემდეგნაირად:

WMA = (n * P(n) + (n-1) * P(n-1) + … + P(1)) / (n + (n-1) + … + 1),

სადაც P(n) – მიმდინარე სავაჭრო პერიოდის დახურვის ფასია, P(n-1) უკანა სავაჭრო პერიოდის დახურვის ფასი და ა.შ. ფორმულის დამახსოვრება და მასში ჩაღრმავება არ არის აუცილებელი. იგი წარმოდგენილია იმისათვის, რომ გქონდეთ ზოგადი წარმოდგენა. სავაჭრო ტერმინალში შეწონილი მცოცავი საშუალო აიგება ავტომატურად. აღსანიშნავია, რომ ფორმულის ზოგიერთ მოდიფიკაციაში გამოიყენება წონის სხვაგვარი, არა წრფიული განაწილება.

შეწონილი მცოცავი საშუალოს მრუდი, მარტივი მცოცავი საშუალოს მრუდის ანალოგიურად იდენტიფიცირდება. ისინი სავალუტო ბაზარზე შესვლისა და გამოსვლის მსგავს სიგნალებს იძლევიან. ანალიზის პროცესში უნდა გვესმოდეს, რომ შეწონილი მცოცავი საშუალოს მრუდები უფრო სწრაფად რეაგირებენ ფასთა ცვლილებებზე, რადგან უფრო მეტ წონას ანიჭებენ უკანასკნელ სავაჭრო პერიოდებს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ბაზრის გაუთვალისწინებელი ცვლილებების დროს - ეკონომიკური პარამეტრების გამოქვეყნების ან ბაზრის მსხვილი მონაწილეების მხრიდან განხორციელებული ინტერვენციების დროს.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტანდარტული ინდიკატორები (Meta Trader 4 / 5)

კლასიკური ბირჟა

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top