საფონდო ბირჟები და საფონდო ინდექსები

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საიტის თემატიკა არის ფორექსი, ამ სტატიაში მაინც მოკლედ შევეხები საფონდო ბირჟებსა და საფონდო ინდექსებს. ერთი შეხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ განსახილველი საკითხი არანაირ კავშირში არ არის ფორექსთან, თუმცა ეს ასე არაა. სავალუტო ბაზარზე ვალუტის კურსებს აქვთ კორელაცია (ურთიერთკავშირი) საფონდო ინდექსებთან, ამიტომ ამ უკანასკნელის შესწავლა კარგი ინსტრუმენტი იქნება ტრეიდერის არსენალში, ფორექსის ბაზარზე ანალიზისა და პროგნოზირებისათვის.

პირველ რიგში განვიხილოთ საფონდო ბირჟის მონაწილეები, რათა უკეთ გავიაზროთ მისი ორგანიზაცია. ჩვენ უკვე ვიცით, რომ საფონდო ბირჟაზე მიმდინარეობს ვაჭრობა ფასიანი ქაღალდებით. ფასიან ქაღალდებს უშვებენ ემიტენტები - კომპანიები, რომლებიც თანხებს იზიდავენ საკუთარი ბიზნეს-პროცესების ორგანიზაციისთვის. თავისუფალი თანხების მქონე ინვესტორების აბანდებენ თანხებს ფასიან ქაღალდებში, მომავალში მოგების მიღების მიზნით. ბროკერები არიან პროფესიონალურო საფინანსო შუამავლები, რომლებთაც გააჩნიათ, ამგვარი ოპერაციების განხორციელებისათვის სპეციალური ლიცენზია. ისინი ეხმარებიან ფასიანი ქაღალდების მყიდველებსა და გამყიდველებს ერთმანეთთან დაკავშირებისათვის, რათა მათ განახორციელონ ურთიერთსარფიანი გარიგებები. ბროკერები ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას კლიენტების ხარჯზე და მათი დავალებებით, რისთვისაც იღებენ ანაზღაურებას საკომისიოს სახით, გარიგებების განხორციელების შემდეგ. ფასიან ქაღალდებზე განხორციელებული ოპერაციების ადგილი - საფონდო არენებია. მათ მიეკუთვნება საფონდო ბირჟები და არასაბირჟო სავაჭრო სისტემები - რომლებიც იძლევიან შესაძლებლობას ვაჭრობა განხორციელდეს ელექტრონული სავაჭრო ტერმინალების მეშვეობით. ემიტენტის ფასიანი ქაღალდების, აგრეთვე მათი მიმდინარე მფლობელის ფასიანი ქაღალდების აღრიცხვიანობას უზრუნველყოფს - რეგისტრატორი. ცალკე აღებული ინვესტორის ფასიანი ქაღალდების პორტფელის აღრიცხვიანობა ხდება დეპოზიტარიუმში, რომელიც ემსახურება ამ ინვესტორს. ისევე, როგორც ბიზნესის სხვა სფეროებში, საფონდო ბაზრებზეც ფუნქციონირებენ რეგულირებისა და კონტროლის ორგანოები, აგრეთვე საკონსულტაციო და საინფორმაციო ფირმები.

მაშ ასე, ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა ხორციელდება საფონდო არენებზე (ბირჟებზე და არასაბირჟო სავაჭრო სისტემებზე). მსოფლიო მასშტაბით აქციებით ვაჭრობის ძირითადი მოცულობა კონცენტრირებულია ორ სავაჭრო არენაზე:

  • NYSE (New York Stock Exchange) – ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა;
  • NASDAQ-AMEX – გაერთიანებული არასაბირჟო არენები NASDAQ (National Association of Securities Dealers Automated Quotations) და საფინდო ბირჟა AMEX (American Stock Exchange).

გარდა ზემოთ აღნიშნული სავაჭრო არენებისა, განსაკუთრებულ ყურადღებას აგრეთვე იმსახურებენ:

  • LSE (London Stock Exchange) – ლონდონის საფონდო ბირჟა;
  • TSE (Tokyo Stock Exchange) – ტოკიოს საფონდო ბირჟა;
  • DB (Deutsche Boerse) – ფრანკფურტის საფონდო ბირჟა;
  • SEHK (Stock Exchange Hong Kong) – ჰონგონკის საფონდო ბირჟა.

ამ სტატიაში არ გავიხილავ, თუ რა ახდნს გავლენას აქციების კურსებზე ხანგრძლივ პერსპექტივაში, რადგან ეს არის სიღრმისეული თემა და მოითხოვს არაერთი შემადგენელი მომენტის განხილვას. ასევე არ განვიხილავ ეკონომიკის დარგების მიხედვით, კომპანიების აქციების კლასიფიკაციას. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ არსებობს რამდენიმე დარგი, რომელიც სხვადასხვაგვარად არის მიმზიდველი ინვესტორებისათვის. ფაქტია, რომ ფულის დაბანდებისას, ამა თუ იმ დარგის კომპანიაში - მაღალი შემოსავლიანობა ნიშნავს დანაკარგების მაღალ რისკსაც. უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს ფინანსური ანგარიშების (კვარტალური, წლიური) მაჩვენებლების რაოდენობრივი ანალიზი და კომპანიების ხელმძღვანელობების მიერ განხორციელებული პოლიტიკის ხარისხობრივი ანალიზი.

ეხლა დავუბრუნდეთ ისევ ფორექსს და განვიხილოთ, თუ როგორი კორელაცია არსებობს სავალუტი და საფონდო ბაზრებს შორის. ვიცით, რომ ვალუტის კურსი პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან. თვით ეკონომიკის მდგომარეობა კი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე. ამ ფაქტორების ერთიანი მაჩვენებელია მთლიანი შიდა პროდუქტი. მისი გამოთვლის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ჩვენს მიერ განსახილველი საკითხების სფეროში, უნდა გვახსოვდეს, რომ რაც უფრო კარგია ფინანსური მდგომარეობა იმ კომპანიებისა, რომლებიც საქმიანობენ სახელმწიფოს ეკომომიკის საკვანძო დარგებში (ანუ - რაც უფრო ძვირია ამ კომპანიების აქციები საფონდო ბაზარზე), მით უფრო მაღალია მთლიანი შიდა პროდუქტი და მით უფრო სტაბილურია ამ ქვეყნის ვალუტა. ეს ნიშნავს, რომ თუ სახელმწიფო ეკონომიკის საკვანძო დარგებში მოღვაწე კომპანიების აქციების ფასი იზრდება, მაშინ ამ ქვეყნის ვალუტის ფასიც იზრდება ფორექსის ბაზარზე.

ამრიგად არსებობს კითხვა - რაოდენობრივად როგორ განვსაზღვროთ საფონდო ბაზრის მდგომარეობა კონკრეტულად აღებული სახელმწიფოსთვის. სწორედ ამ მიზნისთვის შემოღებული იქნა სპეციალური მაჩვენებლები - საფონდო ინდექსები.

თითოეულ საფონდო არნაზე გამოიყენება საკუთარი საფონდო ინდექსები, რომლებიც ახასიათებენ, ქვეყნის საფონდო ბაზრის მდგომარეობას. საფონდო ინდექსის მაჩვენებელი გამოითვლება აქციების ღირებულების საფუძველზე (შესაბამის პროპორციებში), რომელიც შედის ინდექსის გამოსათვლელ ბაზაში. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს საფონდო ინდექსების მრავალფეროვანი სახეობები, თითოეულ სავაჭრო არენაზე გამოყოფენ ყველაზე მნიშვნელოვან ინდექსებს, რომლებიც უფრო მეტი სიზუსტით ასახავენ საფონდო ბაზრისა და ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობას. ქვემოთ ჩამოთვლილია ძირითადი საფონდო ინდექსები.

  • DJIA (Dow Jones Industrial Average – the Dow) აშშ;
  • NASDAQ Composite (National Association of Securities Dealers Automated Quotations) აშშ;
  • S&P 500 (Standard and Poor's 500 Index) აშშ;
  • FTSE-100 (Financial Times Stock Exchange 100 Index) დიდი ბრიტანეთი;
  • DAX (Deutscher Aktienindex) გერმანია;
  • CAC 40 (Compagnie des Agent de Change 40 Index) საფრანგეთი;
  • Nikkei 225 იაპონია;
  • SMI (Swiss Market Index) შვეიცარია;
  • RTSI (RTS Index) რუსეთი.

საფონდო ინდექსების მნიშვნელობები პირდაპირ კავშირშია აქციების ფასებთან, რომლებიც შედიან ინდექსის გამოსათვლელ ბაზაში. ამიტომ თუ ინდექსი DJIA იზრდება, მაშინ ეს ნიშნავს, რომ მყარდება აშშ ეკონომიკა, და პირიქით.

საფონდო ინდექსების ცვლილებები გავლენას ახდენენ ფორექსის სავალუტო ბაზარზე. ვინაიდან, ფორექსის ბაზარზე ერთ ვალუტას ვყიდით ან ვყიდულობთ მეორე ვალუტის ფასად, იმისათვის, რომ შევისწავლოთ საფონდო ინდექსის გავლენა რომელიმე სავალუტო კოტირებაზე, სჭიროა შევისწავლოთ ორი საფონდო ინდექსის ცვლილების დინამიკა. მაგალითად, USD/CHF კოტირების შემთხვევაში საჭიროა შევისწავლოთ საფონდო ინდექსების DJIA და SMI ცვლილების დინამიკა. თუ საფონდო ბაზარზე, საფონდო ინდექსი DJIA თანამიმდევრულად იზრდება, ხოლო ინდექსი SMI თანამიმდევრულად მცირდება, მაშინ გარკვეული ცდმილების გათვალისწინებით შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ აღნიშნული ტენდენცია აისახება ფორექსის ბაზარზეც და აშშ დოლარის კურსი გაიზრდება შვეიცარიულ ფრანკთან მიმართებაში. თუ ორივე ინდექსს აქვს მზარდი დინამიკა, მაშინ საჭიროა განვსაზღვროთ თუ რომელი ინდექსის ზრდის დინამიკა უფრო ასწრებს, და ამ შემთხვევაში ფორექსის ბაზარზე საფონდო ინდექსების ზემოქმედებაზე, უკვე ცალსახად ვეღარ ვისაუბრებთ.

რეზიუმეს სახით უნდა ვთქვათ, რომ პროგნოზირება არის შემოქმედებითი პროცესი. ფორექსზე მუშაობის დროს პროგნოზირებისათვის შესაძლებელია გამოვიყენოთ საფონდო ინდიკატორები, ან საერთოდ უგულვებელვყოთ ისინი. აქ გასათვალისწინებელია ის, თუ როგორი სისტემით ვაჭრობს ტრეიდერი. ფორექსზე პროგნოზირებისათვის, საფონდო ინდიკატორების გამოყენებას აზრი აქვს მხოლოდ საშუალო და ხანგრძლივ პერიოდიან პერსპექტივაში. ამასთან ერთად, საფონდო ბაზრის გავლენას ფორექსზე აქვს ინერციული სახე, ანუ არამყისიერი. ზოგიერთ შემთხვევაში კი ადგილი აქვს საპირისპირო გავლენას, როცა კურსების ცვლილებას სავალუტო ბაზარზე, შედეგად მოსდევს აქციების ფასების ზრდა ან კლება. ამიტომ მთავარია ვისწავლოთ რომელი გავლენა არის პირველადი და ძირითადი - ეს ამოცანა კი არ არის ტრივიალური. ამ სტატიაში, ისევე როგორც საიტის სხვა სტატიებში აღწერილი საკითხების გამოყენება, ან არ გამოყენება - თითოეული თქვენთაგანის გადასაწყვეტია, მაგრამ ის, რომ მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები ერთმანეთთან ურთიერთკავშირშია, ამის გაცნობიერება კი - აუცილებელია.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტანდარტული ინდიკატორები (Meta Trader 4 / 5)

კლასიკური ბირჟა

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top