კროს კურსები

წინა სტატიებში ჩვენ უკვე გავეცანით სავალუტო წყვილების აღვნიშვნის წესებს. მაგრამ ჩვენ განვიხილეთ მხოლოდ ის სავალუტო წყვილები, რომელშიც მონაწილეობს აშშ დოლარი (USD). ამ სტატიაში ყურადღებას გავამახვილებთ იმ სავალუტო წყვილებზე, რომლებშიც არ მონაწილეობს აშშ დოლარი.

ისეთ სავალუტო წყვილებს, რომლებშიც არ მონაწილეობს აშშ დოლარი, ანუ აშშ დოლარი არც საბაზო და არც კოტირებული ვალუტაა - ეწოდება კროს-კურსები (cross rates). აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ კროს კურსებთან სასურველია იმუშაონ უკვე გამოცდილმა ტრეიდერებმა, რომლებსაც გააჩნიათ ვაჭრობის დიდი გამოცდილება და კონკრეტულად იმ ქვეყნების მიკრო და მაკრო ეკონომიკური მაჩვენებლების კარგი ცოდნა, რომელთა ვალუტებიც მონაწილეობენ კროს კურსებში.

კროს კურსის მაგალითია სავალუტო წყვილი ბრიტანული ფუნტი სტერლინგი და იაპონური იენა (GBP/JPY), ან კანადური დოლარი და შვეიცარიული ფრანკი (CAD/CHF).

თუ თქვენ კარგად გაიაზრეთ წინა სტატიები, მაშინ ალბათ მიხვდით, რომ პირდაპირი და არაპირდაპირი კოტირებების ცნება გამოყენებული ვერ იქნება კროს კურსებთან მიმართებაში. პრინციპში ფორექსშიკროს კურსის სახელწოდება შემოვიდა იმის გამო რომ, ყურადღების გარეშე არ დარჩენილიყო კოტირებების ამგვარი გამოსახვა.

მაშასადამე, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფორექსის ბაზარზე არსებობს კოტირებების სამი სახეობა:

  • პირდაპირი კოტირება – 1 ერთეული უცხოური ვალუტა, რომელიც გამოსახულია აშშ დოლარით. მაგალითად, EUR/USD.
  • არაპირდაპირი კოტირება – 1 აშშ დოლარი, რომელიც გამოსახულია ნებისმიერი სხვა ქვეყნის ვალუტაში. მაგალითად, USD/JPY.
  • კროს კურსი - სავალუტო წყვილი (კოტირება), რომელშიც არ მონაწილეობს აშშ დოლარი (USD). მაგალითად, EUR/JPY.

განვსაზღვროთ, თუ რა უპირატესობა აქვს კროს კურსის გამოყენებას. ცოტა ხნით მოვცილდეთ ფორექსს და განვიხილოთ, თუ რით არის მომგებიანი კროს კურსები კომპანიებისა და კორპორაციებისთვის, რომლებიც ბიზნესს აწარმოებენ საზღვარგარეთ.

ეკონომიკურ ანალიზში დიდი როლი ენიჭება ნავთობის, გაზის და ნედლეულის ბაზრებზე არსებულ მდგომარეობას. როგორც ცნობილია ძირითადი ვალუტა არის აშშ დოლარი, ამერიკის შეერთებულ შტატებში არის მაღალგანვითარებული ეკონომიკა, თუმცა სტაბილური აშშ დოლარისთვისაც კი ზოგიერთი ცვლილებები არ არის უცხო. ამიტომ რიგ შემთხვევაში რაციონალიზმს არ არის მოკლებული ის ფაქტი, რომ კონტრაქტებზე ანგარიშსწორებები განხორციელდეს, მოცემულ მომენტში სხვა, უფრო სტაბილური ეკონომიკების მქონე ქვეყნების ვალუტებით.

ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა გამოისახება ინდექსების სისტემით, რომელთა ოპერირების ცოდნა სასურველია. კროს კურსების კონტრაქტების არც ისე დიდი რაოდენობით ხორციელდება, განსაკუთრებით ეს ეხება ეგზოტიკურ ვალუტებს.

კროს კურსების გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს სავაჭრო-სამრეწველო ოპერაციების დროს, რაც უფრო ნაკლები მხარე მონაწილეობს ოპერაციაში მით უკეთესია.

ვთქვათ, ევროპულ კომპანიას აქვს ბიზნესი ან ბიზნესურთიერთობა ჰონკონგში, ჩინეთში ან იაპონიაში. პროდუქციის დიდი პარტიის ყიდვისთვის კომპანიას სჭირდება ადგილობრივი ვალუტა. ამ საკითხის ეკონომიური გადაწყვეტილება იქნება ვალუტის გადაცვლის კროს კურსი. ამ შემთხვევაში კომპანიას აღარ დასჭირდება აშშ დოლარის შესყიდვა. ამ პროცედურის გვერდის ავლით პროდუქციის შესყიდვის ოპერაცია ორივე მხარისთვის იქნება სარფიანი. ეკონომიკური სქემების ურთიერთანგარიშსწორების დროს კროს კურსები იძლევა საგრძნობ ეკონომიას. ანგარიშსწორების დროისა და მოცულობების გათვალისწინებით შესაძლებელია მიღწეული იქნას საგრძნობი წარმატებები. ამ მეთოდში კარგად იგრძნობა ანგარიშსწორების სიმარტივე და საიმედოობა. შუამავლების გვერდის ავლით განხორციელებული ოპერაციები უფრო მიმზიდველი იქნება პარტნიორებისთვის. ამოცანის გადაწყვეტაში ადგილი აქვს ურთიერთკავშირს - საქონელბრუნვასა და ფინანსებს შორის.

ზემოთ აღნიშნულიდან გავიგეთ საერთაშორისო კორპორაციების მიერ, კროს კურსების გამოყენების ზოგადი სქემა. გადავიდეთ ჩვენთვის - ტრეიდერებისთვის უფრო მნიშვნელოვან საკითხზე.  როგორ განვახორციელოთ კროს კურსებით სწორი ოპერირება ფორექსის სავალუტო ბაზარზე.

წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია: კანადაში აღმოაჩინებს ნავთობის ახალი საბადოები, რამაც გამოიწვია ეკონომიკური მაჩვენებლების მკვეთრი ზრდა, რადგან კანადა ითვლება ერთ-ერთ მსხვილ ნავთობექსპორტიორად. ამავე დროს იაპონიაში ფიქსირდება ეკონომიკის მკვეთრი ვარდნა, რაც თავის მხრივ გამოიწვევს იენის გაუფასურებას.

ამ ვითარებაში ნებისმიერი ტრეიდერი გეტყვით, რომ საჭიროა აქტიურად ვიყიდოთ ცალკე კანადური დოლარი (CAD) და გავყიდოთ ცალკე იაპონური იენა (JPY). მაგრამ ისმის კითხვა როგორ მივიღოთ მაქსიმალური მოგება ისე რომ ამ ოპერაციაში არ გამოვიყენოთ აშშ დოლარი? ამისათვის საჭიროა გამოვიყენოთ აღნიშნული ორი ვალუტის კროს კურსი - CAD/JPY.

თუ გამოიყენებთ სავალუტო წყილებს USD/CAD და USD/JPY მაშინ რეზულტატი იქნება გაცილებით მცირე, იმიტომ რომ აშშ დოლარი შესაძლებელია გაძვირდეს, რაც შესაბამისად გავლენას იქონიებს სავალუტო წყვილზე USD/CAD, ან პირიქით გაიაფდს და შესაბამისად სავალუტო წყვილი USD/JPY დარჩება სტაბილური.

ტრეიდერები, რომლებიც შეისწავლიან კროს კურსებს, ხშირად უშვებენ შეცდომას როდესაც ჰგონიათ, რომ კროს კურსის გამოთვლა ხდება იმ ქვეყნების ეკონომიკების მდგომარეობიდან გამომდინარე, რომლთა ვალუტები მონაწილეობენ კროს კურსებში. ეს ასე არ არის, საქმე იმაშია, რომ ფორექსზე სავაჭრო ოპერაციების უმრავლესობა ხორციელდება პირდაპირ და არაპირდაპირი კოტირებებით. ხოლო კროს კურსებით განხორციელებული ოპერაციების წილი გაცილებით მცირეა, რაც არალიკვიდურს ხდის კროს კურსების ბაზარს.

ასე რომ არ იყოს მაშინ კროს კურსების ბაზარზე გავლენას იქონიებდნენ მსხვილი მოთამაშეები, მაგალითად საერთაშორისო კორპორაციები და მსხვილი საინვესტიციო ფონდები, რომლებიც სრულად გააკონტროლებდნენ კროს კურსების ბაზარს, რის გამოც ბაზარი გახდებოდა ძალიან სპეკულატიური, ანუ ფასები კროს კურსებზე ისე იქნებოდა წარმოდგენილი, როგორც ამას მსხვილი მოთამაშეები ისურვებდნენ.

კროს კურსები გამოითვლება სხვაგვარად ვიდრე ეს დამწყებ ტრეიდერებს ჰგონიათ. ქვემოთ ვისაუბრებთ კროს კურსების გამოთვლის გავრცელებელ მეთოდებზე.

არსებობს კროს კურსების გამოთვლის სამი მეთდი. ყველა მეთოდი ეფუძნება, იმას თუ რომელ ადგილზე დგას აშშ დოლარი (საბაზო თუ კოტირებული ვალუტის ადგილას) კროს კურსების ვალუტებთან მიმართებაში.

პირველი მეთოდი: კროს კურსის გამოთვლა ხდება არაპირდაპირი სავალუტო წყვილების გამოყენებით. მაგალითად გვინდა გამოვითვალოთ კანადური დოლარისა და იაპონური იენის (CAD/JPY) სავალუტო წყვილის კროს კურსი. ამისთვის ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სავალუტო წყვილები USD/CAD და USD/JPY. მაშასადამე პირველი მეთოდის პირობა შესრულებულია. ორივე სავალუტო წყვილი არაპირდაპირი კურსითაა.

პირველი მეთოდისთვის კროს კურსი გამოითვლება შემდეგი ფორმულის მეშვეობით:

A/B = USD/B : USD/A,

CAD/JPY = USD/JPY : USD/CAD,

ანუ USD/JPY სავალუტო წყვილის კურსი უნდა გავყოთ USD/CAD სავალუტო წყვილის კურსზე.

მივიღებთ:

CAD/JPY = 93.110 : 0.99978,

CAD/JPY = 93.1304

მეორე მეთოდი: კროს კურსის გამოთვლა ხდება პირდაპირი სავალუტო წყვილების გამოყენებით. მაგალითად გვინდა გამოვითვალოთ ევროს და ავსტრალიური დოლარის (EUR/AUD) სავალუტო წყვილის კროს კურსი. ამისთვის ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სავალუტო წყვილები EUR/USD და AUD/USD. მაშასადამე მეორე მეთოდის პირობა შესრულებულია. ორივე სავალუტო წყვილი პირდაპირი კურსითაა.

მეორე მეთოდისთვის კროს კურსი გამოითვლება შემდეგი ფორმულის მეშვეობით:

A/B = A/USD : B/USD,

EUR/AUD = EUR/USD : AUD/USD,

EUR/AUD = 1.35396 : 0.93225,

EUR/AUD = 1.45235

მესამე მეთოდი: კროს კურსის გამოთვლა ხდება პირდაპირი და არაპირდაპირი სავალუტო წყვილების გამოყენებით. და პირიქით არაპირდაპირი და პირდაპირი სავალუტო წყვილების გამოყენებით. მაგალითად ავიღოთ სავალუტო წყვილები EUR/USD и USD/JPY და მათი მიხედვით გამოვითვალოთ კროს კურსი სავალუტო წყვილისთვის EUR/JPY. სავალუტო წყვილების კურსები (პირდაპირი და არაპირდაპირი) აკაყოფილებს ამ მეთოდით გამოთვლის პირობებს.

მესამე მეთოდისთვის კროს კურსი გამოითვლება შემდეგი ფორმულის მეშვეობით:

A/B = A/USD * USD/B,

EUR/JPY = EUR/USD * USD/JPY,

EUR/JPY = 1.35455 * 93.138,

EUR/JPY = 126.160

როგორც ცნობილია, მამრავლების გადაადგილებით შედეგი არ შეიცვლება, ამიტომაც ფორმულის წყობის აუცილებლად გათვალისწინება არ არის საჭირო. მთავარია კროს კურსის გამოთვლის ამ მეთოდში, არ აგვერიოს მიღებული კროს კურსის ჩანაწერის თანამიმდევრობა, მაგალითად ამ შემთხვევაში ვწერთ არა JPY/EUR, არამედ EUR/JPY .

წინა სტატიებში აღვეწრეთ რომ ყოველ ვალუტას აქვს ორი ფასი: ყიდვის ფასი (bid) და გაყიდვის ფასი (ask). ზემოთ ჩვენ განვიხილეთ მაგალითები, რომლებზეც ყიდვა/გაყიდვის ფასებზე განსაკუთრებული აქცენტი არ გაგვიკეთებია, არამედ ვიღებდით გაშუალებულ მიმდინარე სპოტურ ფასებს.

ქვემოთ განვიხილოთ კროს კურსების გამოთვლის დეტალური მაგალითები, რომლის დროსაც გამოვიყენებთ ყიდვა/გაყიდვის - bid და ask მნიშვნელობებს.

პირველი მეთოდისთვის კროს კურსი გამოითვლება შემდეგი ფორმულის მეშვეობით:

A/B (bid) = USD/B (bid) : USD/A (ask) – კროს კურსის ყიდვის ფასი.

A/B (ask) = USD/B (ask) : USD/A (bid) – კროს კურსის გაყიდვის ფასი.

მეორე მეთოდი:

A/B (bid) = A/USD (bid) : B/USD (ask) – კროს კურსის ყიდვის ფასი.

A/B (ask) = A/USD (ask) : B/USD (bid) – კროს კურსის გაყიდვის ფასი.

მესამე მეთოდი (პირველი და მეორე მეთოდის ანალოგიურია):

A/B (bid) = A/USD (bid) * USD/B (ask) – კროს კურსის ყიდვის ფასი.

A/B (ask) = A/USD (ask) * USD/B (bid) – კროს კურსის გაყიდვის ფასი.

ფორექსის ბროკერების უმეტესობა კროს კურსების გამოთვლის ზემოთაღნიშნულ მეთოდებს არ იყენებს. პირველ რიგში ეს გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ სადილინგო ცენტრების (ფორექსის ბროკერები) უმრავლესობა იყენებს სპრედს. ხოლო ზემოთაღნიშნულ ფორმულებში კი ჩვენ სპრედს არ ვითვალისწინებდით.

გამოვიყენოთ მაგალითი პირველი მეთოდიდან, იმისათვის, რომ სპრედის გათვალისწინებით გამოვითვალოთ კროს კურსი სავალუტო წყვილისთვის CAD/JPY. თავდაპირველად ვიწყებთ ფასის გაშუალებიდან, ამისათვის ავიღოთ USD/CAD და USD/JPY სავალუტო წყვილების ყიდვის (bid) და გაყიდვის (ask) ფასები.

შემდეგ ხდება თითოეული სავალუტო წყვილის საშუალო ფასის გამოთვლა:

USD/CAD = (ask + bid)/2,

USD/CAD = (1.00006 + 1.00032)/2,

USD/CAD = (1.00019).

USD/JPY = (ask + bid)/2,

USD/JPY = (93.139+ 93.152)/2,

USD/JPY = 93.145.

შემდეგ ხდება სავალუტო წყვილის CAD/JPY კროს კურსის გამოთვლა პირველი ფორმულის მიხედვით:

CAD/JPY = 93.145 : 1.00019,
CAD/JPY = 93.1273

შემდეგ კროს კურსის ფასის ორივე მხარეს ხორციელდება სპრედის მიმატებისა და გამოკლების მათემატიკური ოპერაცია. ვთქვათ სპრედი სავალუტო წყვილისთვის CAD/JPY არის 5 ოუნქტი, მაშასადამე კოტირება კროს კურსისთვის CAD/JPY იქნება შემდეგნაირი - CAD/JPY 93.1268/93.1278. ანუ თუ ზემოთ ფორმულაში მივიღეთ გაშუალებული ფასი CAD/JPY = 93.1273, მაშინ გამოდის CAD/JPY (93.1273-5)=93.1268/93.1278=(93.1273+5)

სავაჭრო ტერმონალში კროს კურსი გამოითვლება ავტომატურად, მაგრამ ამ სტატიის მიზანია დამწყებმა ტრეიდერმა გაიაზროს, თუ როგორ ფორმირდება ვალუტების კროს კურსები.

საჭიროა აღინიშნოს, რომ პირდაპირი და არაპირდაპირი კურსების და კროს კურსების ანალიზისას გამოიყენება მსგავსი მეთოდები.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტანდარტული ინდიკატორები (Meta Trader 4 / 5)

კლასიკური ბირჟა

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top