ვალუტის ყიდვა/გაყიდვის კურსი და სპრედი

სტატიაში საუბარია მხოლოდ მიმდინარე, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ სპოტური ვალუტის კურსის შესახებ. რეალური ვაჭრობის დროს კი ნებისმიერი ვალუტის კოტირებას აქვს ორი კურსი: ყიდვის კურსი (bid) და გაყიდვის კურსი (ask). კურსების ჩანაწერი კეთდება თანმიმდევრობით, იწყება ყიდვის კურსი და სლეშის (/) შემდეგ იწერება გაყიდვის კურსი. მაგალითად სავალუტო წყვილისთვის EUR/USD 1.3373/1.3375, ნიშნავს, რომ ყიდვის კურსია - 1.3373, ხოლო გაყიდვის კურსი 1.3375.

აღსანიშნავია ამ საკითხის ზოგიერთი ნიუანსები. ყიდვის კურსი აღნიშნავს იმ ფასს, რომელის მიხედვითაც კოტირების დამდგენი მხარე, თანახმაა იყიდოს ვალუტა, ხოლო გაყიდვის კურსი ის ფასია, რომლის მიხედვითაც იგივე მხარე თანახმაა გაყიდოს ვალუტა. ასე, რომ, ამ სიტუაციაში თქვენ არც მყიდველი ხართ და არც გამყიდველი. ეს ცნებები ეხება მხოლოდ იმ მხარეს, რომელიც ადგენს კოტირებებს. ამიტომ თუ თქვენ გსურთ იყიდოთ ვალუტა ორიენტირება უნდა გააკეთოთ ask - გაყიდვის ფასზე, ხოლო თუ თქვენ გსურთ ვალუტის გაყიდვა, მაშინ ორიენტაცია უნდა გააკეთოთ bid- ყიდვის ფასზე.

განვიხილოთ მაგალითი: ვთქვათ, თქვენ გსურთ იყიდოთ 100 აშშ დოლარი იაპონურ იენად (USD/JPY). ვთქვათ, მიმდინარე მომენტისთვის ამ სავალუტო წყვილის კოტირება არის 104.75/104.85. ამიტომ, იმისთვის რომ ვიყიდოთ 100 აშშ დოლარი საჭირო იქნება 100*104.85=10 485 იაპონური იენა. მაგრამ თუ გადაწყვეტეთ იყიდოთ იაპონური იენა, რისთვისაც აპირებთ გაყიდოთ 100 აშშ დოლარი, მაშინ ამ ოპერაციით თქვენ მიიღებთ 100*104.75=10 475 იაპონურ იენას. კოტირებების მაგალითი თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ სურათებზე.

history center

market

order

ძალიან ხშირად ოფიციალური კურსების კოტირებების რამდენადმე განსხვავებულია, იმასთან შედარებით, ვიდრე ეს აღწერილია ზემოთ. საქმე იმაშია, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში კოტირებების დიდი ციფრები (big figure) (აქ - 33) პრაქტიკულად არ იცვლება, ან იცვლება ძალიან ნელა, ამიტომ ასეთ შემთხვევაში გაყიდვის კურსში (ask) დიდი ციფრები საერთოდ არ გამოისახება. მაშასადამე ევრო-დოლარის კოტირება ჩაიწერება ასე - - EUR/USD 1.3373/75. აქვე ჩვენ შევხვდით ახალ ტერმინს - big figure, რომელიც აღნიშნავს 100 პუნქტიან საბაზო რიცხვს.

გავეცნოთ კიდევ ერთ ცნებას როგორიცაა სპრედი (spread). სპრედი არის სხვაობა ყიდვის (bid) და გაყიდვის (ask) კურსებს შორის. სწორედ სპრედია პასუხისმგებელი იმ მოგებაზე, რომელიც ყველას სურს მიიღოს ვალუტის გადაცვლისას. განვიხიოთ მაგალითი: ვთქვათ კოტირაბა გამოიყურება ასე - EUR/JPY 126.80/126.90. თქვენ გადაწყვიტეთ გაყიდოთ 100 ევრო, რისთვისაც თქვენ მიიღებთ 100*126.90=12 680 იენას, მაგრამ თუ ვინმე გადაწყვეტს 100 ევროს ყიდვას, მაშინ ის ამ ოპერაციაში გადაიხდის 100*126.90=12 690 იენას. აქედან ჩანს, რომ სავაჭრო შეთანხმების სპრედი იქნება 12 690-12 680=10 იენა, რაც დაახლოვებით 8 ცენტია. რა თქმა უნდა ამ სავაჭრო გარიგებაში ეს მოგება მიზერულია, ამიტომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტები იყენებენ უფრო დიდ სპრედებს. ასე, ჩვენი მაგალითისთვის გამოდგებოდა 126.80/132.80, სადაც სპრედი 600 პუნქტია, მაშასადამე მოგება 100 ევროს გადახურდავებისგან იქნებოდა 13280-12680=600 იენა, რაც იგივე კურსის მიხედვით დაახლოვებით 4.78 ევროა. სხვა სტატიებში ჩვენ შევიტყობთ თუ როგორ უნდა გამოვითვალოთ მოგება ჩვენთვის სასურველ ვალუტაში და როგორ განვსაზღვროთ მოგება. ამ სტატიის მიზანი კი არის გავიაზროთ, რომ ყველა კოტირებას აქვს ორი კურსი და მათ შორის სხვაობას ეწოდება სპრედი (spread).

გამოდის, რომ სპრედი იმ მხარისთვის, რომელმაც წარმოადგინა კოტირება, არის შემოსავლის წყარო. ამიტომ საბროკერო ფირმები, რომლებიც ფორექსზე ვაჭრობის საშუალებას აძლევენ ინტერნეტ ტრეიდერებს, მათ ძირითადად არ ართმევენ საკომისიო გადასახადს (მაგრამ ასე ყოველთვის არ ხდება). ძირითადად ბროკერები მოგებას იღებენ სპრედის ხარჯზე.

აქედან გამომდინარე საჭიროა ერთი მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება. თუ თქვენ გადაწყვიტეთ ბროკერთან მუშაობა, მიაქციეთ ყურადღება სპრედებს, რომელიც ამ ბროკერს აქვს. რაც უფრო ნაკლებია სპრედი, მით უფრო უკეთესია ეს ფაქტორი ტრეიდერისთვის.

ტრეიდინგისგან შორს მყოფი ადამიანი სვამს კითხვას - საიდან ჩნდება და რის საფუძველზე ფორმირდება ვალუტების კურსები?

ვალუტების კურსები ფორმირდება სავალუტო ბაზარზე, ამა თუ იმ ვალუტის მხოლოდ მოთხოვნისა და მიწოდების დონის საფუძველზე. რა თქმა უნდა ვალუტების კურსებზე სერიოზული გავლენა აქვთ ფორექსის ბაზრის მსხვილ აქტიურ მონაწილეებს, თუმცა მსხვილ პასიურ და მცირე მონაწილეებსაც შეუძლით კურსებზე გავლენა იქონიონ, იმ შემთხვევაში თუ ისინი აიტაცებენ კურსის იმ მიმართულებას, რომელსაც მსხვილი აქტიური მონაწილეების შესთავაზებენ ბაზარს.

გამოდის, რომ თუ ბაზრის ყველა მონაწილე ცდილობს ერთი და იმავე ვალუტის ყიდვას, მაშინ ფასი მასზე იზრდება. ტრეიდერმა კი უნდა გამოიცნოს ეს სიტუაცია, იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი სარგებელი ნახოს. ფორექსი განასხვავებს თავის მონაწილეებს და აძლევს მათ სპრედის სხვადასხვა სიდიდეს. ასე მაგალითად, იმ მონაწილეებს, რომლებიც ახორციელებენ ძალიან დიდი მოცულობის, მრავალმილიონიან სავაჭრო ოპერაციებს, დაეკისრებათ რამდენიმე პუნქტის სიდიდის - მცირე სპრედი. სხვა მონაწილეებს კი, რომლებიც ახორციელებენ მცირე მოცულობის სავაჭრო ოპერაციებს, დაეკისრებათ საგრძნობი სიდიდის სპრედი. ზოგიერთ შემთხვევაში ეს სპრედი განისაზღვრება ასეული პუნქტით, რომელიც თავის მხრივ საკმაო დიდ მოგებას აძლევს ფორექსის ბაზრის საბროკერო სახლებს.

იმის გათვალისწინებით, რომ ბაზარი არასტაბილურია სპრედის სიდიდე ხშირად იცვლება. ზოგიერთ ბროკერს აქვს თვისება მოკლე დროით გაზარდოს სპრედის ზომა, რაიმე მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლის ან ეკონომიკური მაჩვენებლის გამოსვლის წინ. სტაბილური ვაჭრობისათვის საჭიროა ავირჩიოთ ისეთი ბროკერი, რომელიც ცდილობს სპრედის სიდიდე დაიჭიროს მუდმივ დონეზე.

აგრეთვე სპრედის სიდიდეები იცვლება დაბალლიკვიდური და ეკონომიკური თვალსაზრისით სუსტად განვითარებული ქვეყნების ვალუტებისათვის. ყველაზე ხშირად ასეთი სიტუაცია ვითარდება ვალუტის ბანკთაშორისი გაცვლის დროს. თუ ბანკები ერთმანეთში ცვლიან ასეთ დაბალლიკვიდურ ვალუტებს, მაშინ ამ კოტირებების სპრედის სიდიდე შესაძლებელია რამდენჯერმე იქნას გზრდილი. კერძო პირები კი ფორექსზე ძირითადში მუშაობენ მაღალი ლიკვიდურობის მქონე ვალუტებთან.

ასევე სპრედის სიდიდე ზოგჯერ დამოკიდებულია სავაჭრო ოპერაციის მოცულობაზე. მაგრამ ეს ეხება ფორექსის მსხვილ მონაწილეებს. თუ ასეთი მონაწილეები ითხოვენ თანხებს, რომლებიც სიდიდით გაცილებით აღემატება საშუალო მოცულობის სავაჭრო ოპერაციებს მოცემულ ვალუტაზე, მაშინ ვალუტის სპრედის სიდიდე იზრდება. ეს გამოწვეულია იმით, რომ ასეთი მოცულობის ოპერაციების დროს ბანკები ექცევიან მნიშვნელოვანი რისკების ქვეშ. მეორე მხრივ, ასეთ სიტუაციებში, სპრედის სიდიდეზე შესაძლებელია იმოქმედოს სავაჭრო ოპერაციის მონაწილეებს შორის ურთიერთდამოკიდებულებამ. თუ მათ შორის დამყარებულია გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობები და ისინი ერთმანეთს ენდობიან, მაშინ ამის მიზეზით შესაძლებელია სპრედის სიდიდეც შემცირდეს. საპირისპირო ვითარების დროს, როდესაც ბანკს არ სურს ამა თუ იმ მონაწილესთან მუშაობა, მაშინ სპრედის სიდიდე შესაძლებელია მიზანმიმართულად გაიზარდოს, რათა მონაწილემ უარი თქვას სავაჭრო კონტრაქტზე. ამგვარი ხდება მაშინ როდესაც ბანკი არ ენდობა მონაწილეს, ან არ სურს გარისკვა.

იმისათვის, რომ წარმატებულად ვივაჭროთ ფორექსზე, აუცილებელია მყარად და გააზრებულად უნდა ვიცოდეთ ის საკითხები, რომლებიც განვიხილეთ ზემოთ.

მაშ ასე:

გაყიდვის კურსი, ანუ ask - არის ვალუტის კურსი, რომელის ფასადაც კოტირების მაფორმირებელი მხარე თანახმაა ვალუტის გაყიდვაზე. როგორც წესი ეს მხარე არის რომელიმე ბანკი.

ყიდვის კურსი, ანუ bid - არის ვალუტის კურსი, რომელის ფასადაც კოტირების მაფორმირებელი მხარე თანახმაა ვალუტის ყიდვაზე. როგორც წესი ეს მხარე არის რომელიმე ბანკი.

სპრედი (spread)– არის ყიდვის კურდიდ (bid) და გაყიდვის კურსის (ask) შორის სხვაობა

სპრედის საკითხი უნდა გავითვალისწინოთ ბროკერის არჩევისას. სასურველია, რომ ბროკერს ჰქონდეს რაც შეიძლება უფრო დაბალი სპრედი და აგრეთვე სასურველია სპრედის სიდიდე ამ ბროკერთან იყოს მუდმივი ზომის. ტრეიდერს, რომელიც კარგად ერკვევა აღნიშნულ საკითხებში შეუძლია სწრაფად და ხარისხიანად მიიღოს გადაწყვეტილებების სავალუტო ბაზარზე ვაჭრობისას.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • Admin-ლევანი

    irakli - პირიქით, ამით თქვენ საიტის სხვა, მომავლის მომხმარებლებსაც დაეხმარეთ და ჩემსა და რესურსის პრესტიჟზეც იზრუნეთ, თორემ ხომ იცით ჩვენთან როგორაა, სადმე ფორუმზე ან ფბ-ში დაწერენ ნიშნის მოგებით geoforex.info - სავტორს ელემენტარული კოტირებები ეშლებაო და გულს აუცრუებენ სწავლის მსურველს

    Short URL:
  • irakli

    Admin-ლევანი მადლობა
    რადგან ეს მომენტი ვერ გავიგე აღარ გამიგრძელებია სტატია, თორე შემდეგ შეიძლება მართლაც მივხვედრილიყავი და აგარ შემეწუხებინეთ. ეხლა კი ყველაფერი ნათელია

    Short URL:
  • Admin-ლევანი

    irakli - შეცდომა გასწორებულია, მადლობა იმისათვის რომ მიმითითეთ შეცდომაზე. თუმცა სტატიის უფრო ქვემოთა ნაწილში, სადაც საუბარია EUR/JPY სავალუტო კოტირებაზე, უფრო თვალნათლივ მიხვდებოდით, რომ GBP/USD მაგალითში აშკარად გამეპარა შეცდომა. ვინაიდან სხვადასხვა უცხოური რესურსებიდან, ლიტერატურიდან სტატიებს ვკრიბავ, ვამოკლებ, ძირითადს ვიღებ, ვაკოწიწებ, ვთარგმნი, ჩემს ნააზრევს ვდებ მათში, ვაკორექტირებ და ვტვირთავ საიტზე და ამას ყველაფერს ვაკეთებ მარტო მე - იმედია მომიტევებთ ხოლმე ასეთ შეცდომებს, თუმცა გთხოვთ აუცილებლად შემეკითხოთ გაუგებარი მომენტები და მიმითითოთ შეცდომებზე.

    Short URL:
  • irakli

    Admin-ლევანი - გთხოვთ გამარკვიოთ.
    მომყავს სტატიიდან ციტატა : "(GBP/USD). ვთქვათ, მიმდინარე მომენტისთვის ამ სავალუტო წყვილის კოტირება არის 1.5377/1.5380. ამიტომ იმისთვის რომ ვიყიდოთ 100 აშშ დოლარი საჭირო იქნება 100*1.5380=153.80 ფუნტი სტერლინგი". აქ შეცდომაა თუ მე ვერ მივხვდი? ანუ როგორ შეიძლება 100$-ის საყიდლად დამჭირდეს 153.80 ფუნტი, თუ ერთი ფუნტი ღირს 1.53 დოლარი. პირიქით ხომ არ უნდა იყოს? ბოდიშს ვიხდი, უბრალოდ ვერ ვაგრძელებ სტატიას ამის გაცნობიერების გარეშე. წინასწარ დიდი მადლობა

    Short URL:

სტანდარტული ინდიკატორები (Meta Trader 4 / 5)

კლასიკური ბირჟა

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top