ფორექსის სავალუტო ბაზარი

70-იან წლებამდე მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ვალუტის ფასი განისაზღვრებოდა ამ ქვეყნების ოქროს რეზერვის მიხედვით. ამავე პერიოდში მოქმედებდა ოქროს სავალუტო სტანდარტი. ყველა ვალუტას ჰქონდა საკუთარი ექვივალენტი, რომელიც გამოიხატებოდა ოქროს უნციებში.

1971 წელს, მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობამ უარი თქვა ოქროს სავალუტო სტანდარტზე, შემოვიდა ვალუტის "მცურავი" კურსის ცნება. ვალუტის "მცურავი" კურსის შემოღების შემდეგ, ვალუტის კურსი განისაზღვრა მასზე მოთხოვნისა და მიწოდების შესაბამისად. ამგვარად წარმოიქმნა საერთაშორისო სავალუტო ბაზარი - ფორექსი. სიტყვასიტყვით ფორესი (Forex) იშიფრება, როგორც Foreign Exchange Currency Market, რაც თარგმანში ნიშნავს სავალუტო ბაზარს. სავალუტო ბაზრის ათვლის წერტილად ითვლება 1977 წელი, როდესაც ბაზარს უკვე ჰყავდა თავსი აქტიური წევრები და ყოველდღიური ბრუნვა შეადგენდა 5 მილიარდ დოლარს.

ფორექსის საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე ერთი სახელმწიფოს ფულადი ნიშნის ერთეული იცვლება სხვა ქვეყნის ფულადი ნიშნის გარკვეული ერთეულების რაოდენობაზე. იმისათვის, რომ უფრო კარგად წარმოვიდგინოთ ეს პროცესი, ვალუტა უნდა მივიჩნიოთ, როგორც ფასიანი ქაღალდი, რომელიც გვაძლევს საშუალებას ვფლობდეთ შესაბამისი ქვეყნის ეკონომიკის გარკვეულ წილს. ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობა განაპირობებს მისი ვალუტის სტაბილურ მდგომარეობას. მაშასადამე, როდესაც ვახორციელებთ სავაჭრო ოპერაციებს ფორექსზე, ე.ი. ვახორციელებთ სავაჭრო ოპერაციებს - სხვა ქვეყნების ეკონომიკების მცირე წილებით

ფორექსის უნიკალურობა განპირობებულია პირველ რიგში იმით, რომ, ფორექსი არის ბაზარი, რომელზეც დროის ნებისმიერ პერიოდში შესაძლებელია ვიყიდოთ ან გავყიდოთ პროდუქტი (ვალუტა), იმ ფასად, რომელიც აწყობს ორივე მხარეს. სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს, იმას, რომ ფორექსის ბაზარი არის მაღალლიკვიდური.

ლიკვიდურობა - არის შესაძლებლობა ნებისმიერ მომენტში განხორციელდეს ყიდვა-გაყიდვის სავაჭრო ოპერაცია იმ ფასად, რომელიც აწყობს ოპერაციაში მონაწილე ორივე მხარეს.

ფორექსი არის იდეალური ბაზარი 3 ძირითადი ფაქტორის გამო. პირველი - ბაზარზე არის რეალური, თანაბარუფლებიანი კონკურენცია და არ არსებობს მონოპოლიები. მეორე - ბაზრის მონაწილეთა დიდი რაოდენობა, და მესამე - ფორექსის ბაზრის მუშაობის უწყვეტი რეჟიმი. სწორედ ეს სამი ძირითადი პირობა განაპირობებს ფორექსის ბაზრის იდეალურობას. ბაზრის იდეალურობის განსაზღვრისათვის არსებობს კიდევს დამატებით სხვა ათეულობით პირობა, თუმცა მოყვანილი 3 პირობა საკმარისია დავრწმუნდეთ ფორექსის ბაზრის იდეალურობაში.

როგორც ავღნიშნე ფორექსის ბაზარი არის ყველაზე ლიკვიდური. მისი დღიური ბრუნვა 3-4 ტრილიონი დოლარია. ეს თანხა იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის ბრუნვა. არადა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა ყველაზე დიდი და მძლავრი ბირჟაა მსოფლიოში.

ფორექსზე განხორციელებული ოპერაციების მხოლოდ 20% წარმოადგენს აქტივების რეალურ მიწოდებას. ოპერაციების დანარჩენი 80% ხორციელდება სპეკულაციური მოგების მიღებისთვის, რომელიც წარმოიქმნება ვალუტის კურსის ცვლილებების შედეგად. სპეკულატიური მოგებების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ვერც ერთი ბანკის მოგება ვერ შეედრება მას. სპეკულაციური მოგებები უმსხვილესი დასავლური ბანკების მოგების 50%-დან 80%-მდე შეადგენს.

სპეკულაციური მოგება ფორექსზე წარმოიქმნება მხოლოდ იმიტომ რომ მასში მონაწილეობს მილიონობით, სხვადასხვა ასაკის, ეთნუკური წარმომავლობის, სქესისა და საზოგადოებრივი სტატუსის მქონე ადამიანი. ფორექსზე სავაჭრო ოპერაციებში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. საკმარისია მხოლოდ საწყისი კაპიტალი, რომლის რაოდენობა, როგორც წესი განსაზღვრული არ არის და წვდომა ინტერნეტთან.

ბაზრის მონაწილეთა დიდი რაოდენობის გამო, არცერთ მათგანს არ შეუძლია პრიორიტეტული გავლენა იქონიოს ამა თუ იმ ვალუტის მიწოდება-მოთხოვნაზე. აბსოლუტირად ყველა პროცესი, რომელიც გავლენას ახდენს ვალუტის მოთხოვნა-მიწოდებაზე, არის სხვადასხვა სახელმწიფოთა საქმიანობის ბუნებრივი პროცესი. ამ პროცესებს ახასიათებს როგორც კანონზომიერებები, ასევე მოულოდნელობები

ფუნდამენტალური ანალიზი - არის ზემოთ აღნიშნული ნებისმიერი პროცესის დროული შეცნობა და მათზე დროული რეაგირება. ფუნდამენტალური ანალიზი წარმოადგენს, ფორექსის ბაზარზე ვაჭრობის მნიშვნელოვან შემადგენელს. ფუნდამენტალური ანალიზის გარდა არსებობს აგრეთვე ტექნიკური ანალიზი, რომელიც აგრეთვე ვაჭრობის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

1990 წლამდე სავალუტო ბაზრის მონაწილეები იყვნენს მსხვილი ბანკები და ფინანსური ორგანიზაციები. სავალუტო ოპერაციებში მონაწილეობისათვის საჭირო იყო რამდენიმე მილიონიანი კაპიტალი, ვინაიდან სწორედ ამ ზომის თანხებით ხდებოდა ვალუტის ყიდვა-გაყიდვის სავაჭრო შეთანხმებები. სიტუაცია შეიცვალა ინტერნეტის გავრცელების შემდეგ, რადგან წარმოიშვნენ საბირჟო შუამავლები, რომლებმაც თავისი მომსახურება შესთავაზეს კერძო ინვესტორებს. მარჯინალური ვაჭრობის მეთოდების უპირატესობების გამოყენების გამო, კერძო ინვესტორებს, რომელთა კაპიტალი 1-დან რამდენიმე ათას დოლარამდეა, შესაძლებლობა მიეცათ განახორციელონ რამდენიმე ათეული ათასი დოლარის ზომის ვალუტის ყიდვა-გაყიდვის სავაჭრო ოპერაციები, თანაც ისე რომ ოპერაციის რისკი მხოლოდ ინვესტორის რეალურად არსებულ კაპიტალზე ვრცელდება.

საფონდო ბირჟისგან განსხვავებით, ფორექსის სავალუტო ბაზრის, როგორც ასეთი - დედაქალაქი არ არსებობს (განსხვავებით საფონდო ბირჟისგან, რომლის დედაქალაქად ნიუ-იორკი ითვლება). სავალუტო ბაზარი შედგება ათასობით სხვადასხვა ორგანიზაციისგან. ფორექსს არ გააჩნია ვალუტის ყიდვა-გაყიდვის (გადაცვლის) ცენტრალური პუნქტი, არც განსაზღვრული ადგილმდებარეობაა. ფორექსის სავაჭრო არეალი, სავაჭრო მოედანი - მთელი მსოფლიოა. თუმცა, ფორქსის ბაზრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქებია ტოკიო, ლონდონი და ნიუ-იორკი. ამ ქალაქებში არსებული საფინანსო ორგანიზაციების სავალუტო ბაზარზე შემოსვლა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ვალუტის კურსის ცვლილებებზე. აქედან გამომდინარე ფორექსის სამი ძირითადი სავაჭრო სესია არსებობს.

ფორექსის სავალუტო ბაზარი მუშაობს შაბათ-კვირის გარდა ყოველდღე 24 საათის განმავლობაში. ვაჭრობა იწყება ორშაბათს 02:00 საათზე თბილისის დროით. პირველი ვაჭრობაში შედის ახალი ზელანდია და ავსტრალია. 04:00 საათზე ვაჭრობას უერთდება აზიური ბაზარის ყველაზე მსხვილი ფინანსური ცენტრი - ტოკიო. 04:00-05:00 საათზე ჰონკონგი, სინგაპური და ბომბეი. ევროპის ბაზრის ფინანსური ცენტრები ვაჭრობას უერთდებიან 09:00-10:00 საათიდან. 10:00 საათიდან ფორექსის ბაზარი ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ფაზაში შედის, ვინაიდან ვაჭრობაში ერთვება ლონდონის ფინანსური ცენტრები, და ბოლოს 16:00 საათზე ბაზარზე შემოდიან ნიუ-იორკის ბირჟები და ამ დროსაც ვაჭრობის აქტიურობის პიკი ფიქსირდება. ფორექსის ბაზარი იხურება შაბათს 01:00 საათზე თბილისის დროით.

დღე-ღამის პერიოდიდან გამომდინარე, პერიოდის ამა თუ იმ მონაკვეთში, სხვადასხვა ვალუტის ვაჭრობა შესაძლებელია იყოს უფრო აქტიური, ვიდრე სხვა ვალუტაზე ვაჭრობა. ეს დამოკიდებულია შესაბამისი სახელმწიფოების მსხვილი საფინანსო ცენტრების მუშაობის საათებზე.

უფრო დაწვრილებით ფორექსის დროის პერიოდების შესახებ გავეცნობით სტატიაში ფორექსის ბაზრის მუშაობის პერიოდები (სავაჭრო სესია).

ფორექსის სავალუტო ბირჟა ყოველდღე იზიდავს სულ უფრო და უფრო მეტ მონაწილეებს, რომელთაც სურთ შექმნან საკუთარი მომგებიანი და სტაბილური ბიზნესი, მაგრამ მათ უმრავლესობას წარმოდგენილი არ აქვს, რომ ფორექსზე მუშაობისთვის საჭიროა სერიოზული ძალისხმევა, შესაბამისი უნარების გამომუშავება, სპეციალური ცოდნის მიღება, დრო და სახსრები. ხასიათის და ინტელექის თვისებებიდან გამომდინარე ყველას არ შეუძლია ფორექსის ბაზარზე მუშაობა. ცოტას თუ შეუძლია მიიღოს ფორექსზე ვაჭრობისგან ნორმალური შემოსავალი და მათ შორის ერთეულებს შეუძლია ფორექსი გახადოს სტაბილური შემოსავლების წყაროდ. ეს არის რეალობა. თუმცა ფორექსი ბევრად არ განსხვავდება ბიზნესის სხვა სახეობებისგან. ყველა ბიზნესს სჭირდება იგივე მიდგომა, რაც ფორექსისთვისაა საჭირო.აპრიორი

ფორექსის ბაზრის ხიბლი პირველ რიგში იმაში მდგომარეობს, რომ ფორექსზე ვაჭრობა შესაძლებლობას იძლევა დროის მოკლე პერიოდში მივიღოთ მოგება სავალუტო სპეკულაციაზე. ტრეიდერმა უნდა იყიდოს და გაყიდოს ვალუტა ისეთნაირად, რომ ვაჭრობის შედეგად მას ანგარიშზე დარჩეს გარკვეული მოგება (სხვაობა გაყიდვისა და ყიდვის ფასებს შორის), სწორედ ეს წარმოადგენს ძირითად მოგებას სავალუტო ბაზარზე. ასე, რომ საჭიროა ვალუტა გავყიდოთ უფრო ძვირად და ვიყიდოთ რაც შეიძლება იაფად.

როგორც ზემოთ ავღნიშნე ფორექსი მასობრივად პოპულარული გახდა ინტერნეტის გავრცელებასთან ერთად. ტრეიდერს სახლიდან გაუსვლელად შეუძლია ფულის შოვნა. მთავარია ჰქონდეს ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი, აირჩიოს ბროკერი ან სადილინგო ცენტრი, გადმოიწეროს და დააინსტალიროს თავის კომპიუტერზე სავაჭრო ტერმინალი, ჩადოს თავის დეპოზიტზე თანხის გარკვეული რაოდენობა და დაიწყოს მუშაობა-ვაჭრობა ფორექსზე.

იმისათვის, რომ დავიწყოთ მუშაობა ფორექსზე არ არის საჭირო გვქონდეს დიდი თანხა - საკრედიტო მხარის წყალობით, რომლის საშუალებას გვაძლევენ ბროკერები, ტრეიდერს ვაჭრობისას შეუძლია გამოიყენოს ბროკერის თანხები და მოუტანოს მოგება მასაც (სპრედის ან საკომისიო გადასახადის სახით) და თავის თავსაც (მოგების - გაყიდული და ნაყიდი ვალუტის ფასთა სხვაობის სახით).

ძალიან მნიშვნელოვანია ფორექსზე ვაჭრობის (მუშაობის) დაწყებამდე მომავალმა ტრეიდერმა გაიაროს სწავლება. პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ ასპექტებს, როგორიცაა ფორექსის ბაზრის მუშაობის კანონები - კანონზომიერება, ფასების წარმოქმნის თავისებურებები, ძირითადი ტერმინები და ცნებები, ამა თუ იმ პროცესების ავტომატიზაციისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებები. სასურველია ზედაპირულად მაინც გავეცნოთ ბაზრის წარმოშობის ისტორიას, აგრეთვე ფინანსური და ეკონომიკური სფეროს ძირითად ცნებებს.

იმისათვის, რომ ტრეიდინგში წარმატებას მივაღწიოთ არ არის აუცილებელი ფინანსისტის ან ეკონომისტის კლასიკური განათლება და დიპლომი გვქონდეს, მაგრამ მათ შესახებ ბაზური, ზედაპირული ცოდნა მაინც საჭიროა, რადგან ფორექსის სავალუტო ბაზარი მჭირდოდ არის დაკავშირებული მსოფლიო საფინანსო ბაზარზე და მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებთან.

ვალუტების კურსზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი და იმისათვის რომ ტრეიდერმა კარგად წარმოიდგინოს და გაიგოს, თუ რა ხდება ბაზარზე და რა ცვლილებებია მოსალოდნელი მომავალში, მან უნდა შეისწავლოს ფორექსის საფუძვლები, ისწავლოს ტექნიკური ანალიზი და ფუნდამენტალური ანალიზი, შეძლოს პროგნოზის გაკეთება.

სასურველია თავიდანვე გავეცნოთ ძირითად ტექნიკურ ინსტრუმენტებს, რომლებიც საშუალებას იძლევა გავაადვილოთ ვაჭრობის პროცესი, გავხადოთ იგი ნაწილობრივ ან მთლიანად ავტომატიზებულად.

იმისათვის, რომ დროულად გავხსნათ მომგებიანი პოზიცია, ამაში გვეხმარება სიგნალები, ინდიკატორები, ავტომატიზებული მრჩევლები და ფორექსის სტრატეგიები - სპეციალური პროგრამები, რომლებიც მუშაობენ შესაბამისი ალგორითმით და შეუძლიათ შეასრულონ სხვადასხვა ამოცანები ტრეიდერის მაგივრად, მოძებნონ ყველაზე მომგებიანი ადგილები ვალუტის ყიდვის ან გაყიდვისათვის.

ტრეიდერისთვის აუცილებელია იცოდეს ფორექსის მინიმალური ტერმინოლოგია, რათა გაეცნოს ვაჭრობის ძირითად ინსტრუმენტებს. ხოლო ვაჭრობის გამოცდილების შეძენაში ტრეიდერს დაეხმარება დემონსტრაციული ანგარიში ან ცენტური ანგარიში, სადაც ვაჭრობა მიმდინარეობს იგივე პრინციპებით, ოღონდ ვირტუალური ან მინიმალური თანხებით. ბოლო ვარიანტი შესაძლებლობას იძლევა მინიმალურად შევზღუდოთ ფინანსური დანაკარგები, მაგრამ ამავდროულად ტრეიდერი შეიძენს შესაბამის გამოცდილებას და გადალახავს ფორექსზე ვაჭრობის შიშს, აგრეთვე სხვა საჭირო ჩვევებთან ერთად ისწავლის რთული სიტუაციებიდან გამოსვლის ტექნოლოგიას.

ტრეიდერმა უნდა განსაზღვროს ძირითადი პარამეტრები და საშუალებები. აუცილებლად უნდა აირჩიოს ერთი ან რამდენიმე სავალუტო წყვილი. ვაჭრობის დროის მონაკვეთი (ტაიმფრეიმი), სავაჭრო სესია, მუშაობის სტრატეგია, მოგების და რისკის რაოდენობა.

დასაწყისში უნდა გამოირიცხოს დიდი თანხებით გარისკვა, ვაჭრობაში გამოყენებული უნდა იქნას მინიმალური ლოტი, ხოლო შემდეგ, როცა გამოცდილება და ცოდნა იქნება დაგროვილი, აგრეთვე ვაჭრობის საკუთარი სტილი იქნება გამომუშავებული, მაშინ შესაძლებელია ლოტის რაოდენობის გაზრდაც. ყველაზე ოპრიმალური ვარიანტია - ტრეიდერმა განსაზღვროს დეპოზიტის პროცენტი, რომელიც მას შეუძლია დახარჯოს ერთი ორდერისათვის. დეპოზიტის გაზრდის პარალელურად გაიზრება გარიგების თანხობრივი რაოდენობაც.

ფორექსის სავალუტო ბირჟა შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა ადამიანმა შეიქმნას წარმატებული ფინანსური დამოუკიდებელი კარიერა და მიიღოს სტაბილური და შესაფერისი ანაზღაურება, მაგრამ ეს მხოლოდ მათთვის არის, ვინც სერიოზულად მიუდგება ფორექსზე მუშაობას, შეისწავლის ფორექსს, შეიძენს საჭირო გამოცდილებასა და ჩვევებს, დახვეწავს თავის უნარებს.აპრიორი

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • dato

    დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის.
    კონკრეტული კითხვები მაქვს, რომელსაც ასე საჯაროდ არ ვწერ, რიგი მიზეზების გამო, თუ არის შესაძლებელი ამ საიტზე PM-ის( თუ აქვს საიტს ეს ფუნქცია) საშუალებით, რომ დაგისვა ეს შეკითხვები?

    Short URL:
  • Admin-ლევანი

    dato - foxmarkets.com -ის შესახებ ვერაფერს გეტყვი, იმიტომ რომ მათთან არ მივაჭრია. ბროკერის სანდოობის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ მასთან ხანგრძლივვადიანი თანამშრომლობით. პირადად რომელ ბროკერსაც ვენდობი წარმოდგენილია საიტზე რუბრიკაში ბროკერების რეიტინგი. royalpip.com -თან დარეგისტრირება პრობლემას არ წარმოადგენს, შეგიძლია თვად დარეგისტრირდე და შესაბამისად მათთან კავშირიც ეს იქნება და ურთიერთობაც

    Short URL:
  • Admin-ლევანი

    dato - როგორც თავად foxmarkets.ge საიტიდან ჩანს თავად არის ბროკერი და გადის სავალუტო ბაზარზე შესაბამისი პლატფორმით. royalpip.com-ზე დარეგისტრირება პრობლემა არ არის, თავადაც შეგიძლიათ ეს გააკეთოთ, ოღონდ 15 აგვისტომდე შეჩერებული აქვთ ახალი აკაუნტების რეგისტრაცია. foxmarkets.ge ამბობს რომ არიან royalpip.com და სხვა ანალოგიური კომპანიების პარტნიორები. პირადად მე არავითარი საფუძველი არ მაქვს ეჭვი შევიტანო. ამბობენ ე.ი. ესეა, თუ არ არის ესე - ეს უკვე მათი და მათთან მომუშავე ტრეიდერების პრობლემაა. ფინანსურ სისტემაში ტყუილი მკაცრად ისჯება

    Short URL:
  • dato

    რა შეგიძლია მითხრა foxmarkets.com-ზე? ან საერთოდ თუ გაქვს ინფორმაცია ამ შუამავალ კომპანიასთან, რომელიც royalpip-ზე გარეგისტრირებს და ბროკერთან გაკავშირებს?
    რამდენად სანდო ჩანს?

    Short URL:
  • dato

    რა შეგიძლია მითხრა foxmarkets.ge-ზე, ან გაიგია თუ არა საერთოდ, საშუამავლო კომპანიაა, რომელიც royalpip-ზე გარეგისტრირებს და გაკავშირებს ბროკერთან?
    თუ გაქვს ინფორმაცია რამდენად სანდოა?

    Short URL:

სტანდარტული ინდიკატორები (Meta Trader 4 / 5)

კლასიკური ბირჟა

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top